საქართველოს ნაკრებს ვერც ცხადაძე უშველის - სოსო ფრუიძის ინტერვიუ "აზერისპორტზე"

AutoSharing Option
"აზერისპორტმა" ინტერვიუ ჩამოართვა საჩხერის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს.

ჩვენ შეუცვლელად გთავაზობთ ამ ინტერვიუს და არც სათაურს ვცვლით - დაე, მკითხველმა განსაჯოს, რამხელა ფანტაზიას იჩენენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები, განსაკუთრებით - სათაურის შერჩევისას...

"ნეფთჩისთან" მატჩები გამოცდილებაა "ჩიხურასთვის", ცხადაძე კი საქართველოს ვერ დაეხმარება"
- თქვენი გუნდი დისციპლინირებული დაცვით დაგვამახსოვრდა. სათამაშო სტილი ხომ არ შეცვალეთ?
- არა, არ შეგვიცვლია, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში სხვანაირად ვთამაშობთ. ყველაფერი მეტოქეზეა დამოკიდებული. თუ ის ჩვენზე ძლიერია, მაშინ დაცვიდან თამაშს ვამჯობინებთ.

- მაგალითად, როგორც "ბურსასფორთან" და "ნეფთჩისთან"? რა მოგონებები დაგრჩათ
ევროთასებიდან?

- ორივე გუნდი ჩვენზე მაღლაა სათამაშო დონით. მოგონებები კი კარგი დარჩა. ვითამაშეთ მაღალი კლასის გუნდებთან. ამან ჩვენს კოლექტივს არგო - "ჩიხურა" მხოლოდ მესამე წელია, რაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

- რატომ დაეცა ქართული ფეხბურთის დონე?
- პრობლემა ბევრია. ყველაზე მთავარი - ერთიანი სისტემის არქონაა. არ გვაქვს ინფრასტრუქტურა. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდულ გუნდებს ეხებათ, არამედ საქართველოს ჩემპიონატსაც. მეორეც - არ იდება ფული, უფრო ზუსტად, ფული არ არის. საქართველოს მთავრობას არ შეუძლია ფეხბურთის დახმარება, რადგან მას არ აქვს ამის საშუალება. არის მესამე მომენტიც - ვინც თავს გამოავლენს, ეგრევე საზღვარგარეთ მიდის, იქ ხომ კარგად იხდიან.

- აზერბაიჯანშიც კარგად იხდიან...
- ამიტომაც გაქვთ კარგი ჩემპიონატი. შეგიძლიათ მოიწვიოთ მაღალი დონის ლეგიონერები, რომლებიც ფეხბურთის დონეს განაპირობებენ.

- "ჩიხურა" და "ყარაბაღი" ერთ სასტუმროში არიან შეკრებაზე. "ყარაბაღს" მსაჯის შეცდომამ ევროპალიგის პლეი ოფის საგზური წაართვა...
- ჯგუფში "ყარაბაღის" შედეგებს არ გავუკვირვებივარ. გუნდს დიდი ფული აქვს. ვნახე მათი თამაში "სენტ ეტიენთან" ბაქოში. ძალიან მომეწონა "ყარაბაღი".

- როგორ მიიღეთ კახა ცხადაძის დანიშვნა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე?
- მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს ადგილობრივი სპეციალისტი. კარგია, რომ ადგილობრივი და, თანაც, ახალგაზრდა მწვრთნელი გვყავს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოახერხებს ის ორი სამუშაოს შეთავსებას. ეს უნდა ჰკითხოთ "ინტერის" პრეზიდენტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (იღიმის). მთლიანობაში, მივესალმები.

- შეძლებს თუ არა ის საქართველოში შედეგის მიღწევას?
- სანამ ქართული ფეხბურთის დონე არ აიწევს, ვერანაირი მწვრთნელი ვერ გვიშველის, მათ შორის - ვერც ცხადაძე. მან უნდა შეძლოს დისციპლინის დამყარება ფეხბურთელებში, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ, რათა მათ გულით ითამაშონ ქართული დროშისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფერერაცია, ერთი ამხანაგური მაინც გააჩალიჩეთ ამ აზერებთან, იქნებ მოვუგოთ და იქნებ ცოტა მიწაზე დავუშვათ, თორემ გასკდა გული. ამათი საკაიფოც რომ გახდები ამაც ცუდად არის საქმეო უკვე აღარ ჰქვია.მაგრად ტეხავს რა. კარგი მონდომებით და სწორი ტაქტიკით ნაღდად მოვუგებთ. თან ცხადაძე ხუთი თითივით იცნობს მაგათ.
grisha
13:21 30-01-2015
0
ესეთი პესიმიზმი არ გვჭირდება ბატონო სოსო... ნუ გვავიწყდება საქართველო დიდი ფეხბურთელების (მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია ქინქლაძე არველაძე, კალაძე და მრავალი სხვა) სამშობლოა და ყოველთვის შეიძლება მოვუგოთ მაგარ გუნდებს!
giorgi
13:43 30-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული