ფიფას ახალი რეიტინგი: საქართველოს ლესოტო, ბურუნდი და სუდანიც უსწრებს

AutoSharing Option
12 თებერვალს ფიფას ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა. ახალ სიაში საქართველოს ნაკრებს არც პროგრესი აქვს და არც რეგრესი - კახა ცხადაძის გუნდი ისევ 126-ე პოზიციაზეა 209 ეროვნულ ნაკრებს შორის.

ჩვენს ეროვნულ გუნდს რეიტინგში 234 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის მერე საქართველოს ნაკრებს არ უთამაშია, მისი უახლოესი მატჩი მარტში მალტასთან ამხანაგური თამაშია.

რეიტინგში ცვლილებები, ძირითადად, აფრიკულ და აზიურ ნაკრებებს შეეხო, რადგან გასული თვის განმავლობაში იქ კონტინენტების პირველობები გაიმართა.

კოტ დ'ივუარის ნაკრები, რომელმაც აფრიკის ერთა თასის ფინალი პენალტების სერიაში მოიგო, მე-20 ადგილამდე აღზევდა (+8),
ფინალისტი განა კი 25-ემდე (+12). აზიის ჩემპიონი ავსტრალია 67-ე პოზიციაზეა, ეს 37-ადგილიანი პროგრესია.

მოწინავე ათეულში მინიმალური ცვლილებებია - ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიოს ექსჩემპიონ ესპანეთს გადაასწრო და მეათე ადგილზე დააქვეითა.

საქართველოს ნაკრებს ისეთი გუნდები უსწრებენ, როგორებიც ლესოტო, ბურუნდი, მავრიტანია, სენტ კიტსი და ნევისი, ნიგერი, სუდანი და ლიბიაა.

ევროპის კონტინენტზე საქართველო მხოლოდ 7 ნაკრებს უსწრებს. მათ შორისაა მალტა, რომელსაც 25 მარტს თბილისში დავუპირისპირდებით.

ტოპ-10
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
მინდა ლეტოსოს მოქალაქეობა მივიღო, ვის მივმართო ? ამაყი ვივლი რუსთაველზე.
koba
12:11 13-02-2015
0
კიდევ კარგად ვართ ამ ფედერაციის ვირთხების ხელში ნუთუ არ შეიძლება ამათზე ზემოქმედების მოხდენა რომ დროზე მოშორდნენ ქართულ ფეხბურთს
paata xuchua
11:08 13-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული