კახა ცხადაძის ასისტენტად საქართველოს ნაკრებში გია ცეცაძე იმუშავებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ქვეყნის პირველ გუნდში მუშაობას გია ცეცაძესთან ერთად დაიწყებს. ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახური იუწყება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ცხადაძის ასისტენტად ოფიციალურად დაინიშნა.

გია ცეცაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიდან (1994 წელს დაბადებულები). 2013 წელს ამ ნაკრებმა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით, წარმატებით დაძლია ელიტრაუნდი და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

გია ცეცაძე დაიბადა 1974 წლის 3 სექტემბერს. 2010-11 წლებში მუშაობდა საფეხბურთო კლუბ გორის „დილაში“, მთავარ მწვრთნელად, 2012 წელს კი ამავე კლუბში იყო
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2013 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამავე წლის აგვისტოში კი გახდა საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი და კლუბში რამდენიმე თვე იმუშავა.

სანაკრებო დონეზე გია ცეცაძე უკვე მეორედ შეუდგება მუშაობას.
მკითხველის კომენტარები / 58 /
მოაშორეტ ეს ტქვენი პროტეჯე რეზო მაქედან უბრალოდ სირცხვილია და ტავის მოჩრა ნაკრების ტან ეროვნულის
BRUNO
18:23 25-02-2015
0
ისე რა ...ც ხარტ იმ მცვრტნელებსაც ნიშნავთ ტან ეროვნულ ნაკრებში ვაი თქვე უბედურებო რა გაპაზორება გელოდებათ არჩევნებში არც კი იცით
ZUKA
18:27 25-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული