"НТВ-Плюс"-ის კომენტატორი გერმანიასთან მატჩში კახა ცხადაძის საქომაგოდ თბილისში მოდის

AutoSharing Option
რუსული ტელეკომპანია "НТВ-Плюс"-ის სპორტული კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი საქართველოს და გერმანიის ეროვნული გუნდების შეხვედრას დაესწრება, რომელიც 29 მარტს, თბილისში გაიმართება.

როგორც ირკვევა, ანდრონოვის საქართველოში სტუმრობის მიზეზი კახა ცხადაძეა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ოფიციალური შეხვედრა იქნება ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.

"ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. ეს კახა ცხადაძისთვის პირველი თამაში იქნება და თან, გერმანიასთან. მე ასეთ მოვლენას ვერ გამოვტოვებ", - უთხრა საიტ sport.ua-ს ინტერვიუში ანდრონოვმა, რომელიც კომენტირებას ბუნდესლიგის მატჩებს უკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ცხადაძე გერმანიასთან ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩამდე ეროვნულ გუნდს
25 მარტს, მალტასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში გაუძღვება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვეთანხმები გიას
Jano
16:08 03-03-2015
0
GIA-ს ვეთანხმები ანდრონოვი და მელნიკოვი მაგრად ქომაგობდნენ ქართველებს.ზოგჯერ ზედმეტადაც:). თან მაგარი პროფესიონალები არიან. დიმა უკაცრავად:)
გიორგი როსსონერო
16:17 03-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული