საქართველოსთან მატჩში მალტის ნაკრებში ნიგერიელი ფორვარდის დებიუტი შედგება

AutoSharing Option
მალტის ნაკრების მთავარ მწვრთნელ პიეტრო გედინს თბილისში წარმოშობით ნიგერიელი ფორვარდი ალფრედ ეფიონგიც მოჰყავს, რომელმაც ქვეყნის მოქალაქეობა ახლახან მიიღო.

შესაბამისად, 25 მარტს გასამართი საქართველო-მალტის ამხანაგური მატჩი 30 წლის ფეხბურთელისთვის მალტელთა ეროვნულ გუნდში სადებიუტო იქნება.

ეთნიკური ნიგერიელი ფეხბურთელი მალტის ჩემპიონატში 2005 წლიდან გამოდის, ხოლო ბოლო ხუთი წელია, რაც ადგილობრივ გოგონაზეა დაქორწინებული.

შეგახსენებთ, რომ მალტასთან შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე კახა ცხადაძისთვის პირველი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ვინ გაყვა!?!?!?! რას გავს
chiko
16:41 04-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული