მალტასთან თბილისური ამხანაგური მატჩისთვის (25 მარტი) ეროვნული გუნდის თავკაცი ისეთ ფეხბურთელებსაც გამოსცდის, ვისი უშუალოდ საქმეში ნახვა სურს და ვინც თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ვერ ხვდებოდა.
გერმანიასთან საშინაო შესარჩევი შეხვედრისთვის (29 მარტი) კი გაფართოებული შემადგენლობა გაიცხრილება და განაცხადში ის ფეხბურთელები მოხვდებიან, ვისაც ცხადაძე საჭიროდ მიიჩნევს.
პრესკონფერენცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 12 საათისთვისაა დანიშნული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"