დღეს კახა ცხადაძე გააცხადებს - ახალი ნაკრების მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 9 მარტს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ამ პოსტზე თავის პირველ შემადგენლობას დაასახელებს. სია გაფართოებული იქნება.

მალტასთან თბილისური ამხანაგური მატჩისთვის (25 მარტი) ეროვნული გუნდის თავკაცი ისეთ ფეხბურთელებსაც გამოსცდის, ვისი უშუალოდ საქმეში ნახვა სურს და ვინც თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ვერ ხვდებოდა.

გერმანიასთან საშინაო შესარჩევი შეხვედრისთვის (29 მარტი) კი გაფართოებული შემადგენლობა გაიცხრილება და განაცხადში ის ფეხბურთელები მოხვდებიან, ვისაც ცხადაძე საჭიროდ მიიჩნევს.

პრესკონფერენცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 12 საათისთვისაა დანიშნული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გონივრული ეჭვი მაქვს რომ 99% ძველი კადრი იქნება..
0
სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არა აქვს :((
zura1504
12:15 09-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული