კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში ლეგიონერების სია გაცხრილა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 23 მარტს დაიწყებს.

კახა ცხადაძე "ჯვაროსნებს" სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრებს და მომავალი მატჩებისთვის მოამზადებს.

მალტასთან ამხანაგური შეხვედრისა და გერმანიასთან ოფიციალური მატჩისთვის, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, სულ 23 ფეხბურთელი მოემზადება.

გაფართოებული შემადგენლობიდან 19 ლეგიონერი უკვე შერჩეულია. კახა ცხადაძე ოთხ ფეხბურთელს ეროვნული ჩემპიონატიდან დაიმატებს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი საბოლოო გადაწყვეტილებას 22 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შემდეგ მიიღებს.

მეკარეები: გიორგი ლორია ("ოფი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), გურამ კაშია ("ვიტესი",
ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ინტერი", აზერბაიჯანი), საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი)
ნახევარმცველები: კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა)
თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი)

შეგახსენებთ, რომ გაფართოებული შემადგენლობიდან ახალ სიაში შემდეგი ლეგიონერები ვერ მოხვდნენ:

ლაშა სალუქვაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი ფოფხაძე ("იაგელონია", პოლონეთი), ბუბა დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), გიორგი მერებაშვილი ("ოფი", საბერძნეთი), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ტოსნო", რუსეთი).

პრესკონფერენცია და ნაკრების ოფიციალური ვარჯიში 24 მარტს გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი მიაწექი კახა, შენი შვილის გამოძახება არ დაგავიწყდეს ხოლმე.
SHUKOVANI
16:31 19-03-2015
0
მიდი კახა შენი მჯერა !!!!!! საქართველო!!! მთავარია შეუტიოთ და ქართული ფეხბურთი ათამაშე !!!
mchedlo
16:47 19-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული