ინფორმაცია საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების შესახებ

AutoSharing Option
ორშაბათიდან, 23 მარტიდან, იწყება ბილეთების გაყიდვა საქართველო-მალტის ამხანაგურ და საქართველო-გერმანიის ოფიციალურ მატჩებზე.

საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში, ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე. ბილეთის ფასი - 5 ლარი.

საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართება 25 მარტს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დასასწრები ბილეთები გაიყიდება ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენის" სალაროებში, ყოველდღე, 11:00-
დან 18:00 საათამდე. ბილეთის ფასი - 10,15, 20 და 30 ლარი.

საქართველოსა და გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთები, ასევე, ორშაბათიდან გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში. ბილეთების ონლაინ-შეძენას შეძლებთ სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდიდან - www.gff.ge.

აქვე, გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოსა და გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენისას იმოქმედებს საგანგებო ლიმიტები. ერთი ფიზიკური პირი შეძლებს მხოლოდ 15 ბილეთის შეძენას.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება 29 მარტს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე".

ბილეთების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას უშუალოდ სალაროებთან გაეცნობით.

გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით სტადიონზე!

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამარცხვინოა ხალხს პურის ფული არ აქვს და ბილეთი 30 ლარი ღირს. რაღაც ოქროს შუალედი უნდა ინახოს რომ გულშემატკივარი ტელევიზორთან არ დარჩეს... 10 ლარი , საშუალო ფასი, ის თანხაა რაც ანშლაგს მოაწყობს სტადიონზე
jokonda
13:14 21-03-2015
0
გადამყიდველებთან ბრძოლისსას მხოლოდ ლიმიტი არაა საკმარისი, პოლიციამ უნდა გამოიჩინოს თავი მატჩის და წინა დღეს, უნდა იმოძრაონ ხალხში და ფაქტზე უნდა აყარონ ბილეთის გაყიდვისას ეგ ახვრები, ვითომ თვითონ ყიდულობენ, გასკვანჯონ და ჯარიმები ხიონ, მერე ვეღარ გაბედავენ...
Walkabout
12:13 21-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული