გიორგი ლორიას გერმანიასთან სოლიდური კლუბების მენეჯერები დააკვირდებიან

AutoSharing Option
სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია? ეს საკითხი ჯერ ღიადაა - 29 წლის კარის დარაჯმა უკვე დატოვა ფინანსურ კრიზისში ჩაძირული ოფი და ახალი გუნდის ძიებაშია.

ლორიას გადაბირება სხვა ბერძნულ კლუბს, გაცილებით სახელოვან პაოკ-ს სურდა, თუმცა ამ კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ცისის ვრიზასმა თანამდებობა დატოვა და მოლაპარაკების პროცესი შეჩერდა. ახლა პაოკ-ში ახალი ტექნიკური დირექტორის დანიშვნას ელიან, რის შემდეგაც, შესაძლოა, ტრანსფერის თაობაზე მსჯელობა განახლდეს.

ამასობაში, შევიტყვეთ, რომ გერმანიასთან თბილისური მატჩისას ლორიაზე დასაკვირვებლად რამდენიმე სოლიდური კლუბის მენეჯერი ჩამოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
Tsarmatebebi lorias is imsaxurebs karg gunds. Gmertma daglotsos da gagadzlieros.
Gala
15:57 24-03-2015
0
თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ტოპ კლასის მეკარე, რომ არა ხშირი შეცდომები... იმედია ამ შეცდომებსაც აღარ დაუშვებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს.
Lasha
18:48 24-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული