ლევან ყენია: ყველანი კახა ცხადაძის გვერდით უნდა დავდგეთ

AutoSharing Option
24 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშის წინ ლევან ყენიას მომავალი შეხვედრების მოლოდინზე ვესაუბრეთ.

25 მარტს საქართველოს ნაკრები მალტის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება, 29-ში კი, ევრო 2016-ის შესარჩევში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

- დიდი ხნის პაუზის შემდეგ დღეს პირველად ვივარჯიშებ ნაკრებთან ერთად. ძალიან ბედნიერი ვარ, ეროვნულ გუნდში რომ დავბრუნდი.

- ახალ მწვრთნელზე რას იტყვით?
- კახა ცხადაძესთან ადრე არ მიმუშავია. ყველანი მის გვერდით უნდა დავდგეთ, მისი ნდობა გავამართლოთ...

- მალტასთან თამაშის წინ რა განწყობა გაქვთ?
- ყველაფერს
გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მოვიგოთ. ისიცაა, რომ დღევანდელ ფეხბურთში იოლი მოწინააღმდეგე საერთოდ აღარ დარჩა. ყველა ვარიანტში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

- ფაქტია, გერმანიის ნაკრები ურთულესი მოწინააღმდეგეა...
- რა თქმა უნდა, ასეა. გერმანელებს ერთი თავისებურება აქვთ: ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძვიან, ბოლომდე არიან მოტივირებულნი, მიუხედავად იმისა, რა ანგარიშია.

გერმანიის ნაკრების დღევანდელი შემადგენლობიდან სამ ფეხბურთელთან მითამაშია. ჩემთვის პირადადაც უმნიშვნელოვანესი თამაშია, რადგან გერმანელებს უნდა დავუმტკიცო, რომ კვლავ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სხვანაირად ვითამაშებთ! - კახა ცხადაძის პრესკონფერენცია და ვარჯიში [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული