თბილისში 1000 გერმანელი ფანი მოდის

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, 29 მარტს "დინამო არენაზე" მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას დაახლოებით ათასი გერმანელი ფანი უგულშემატკივრებს.

ფრანკფურტიდან 3 000 კილომეტრის მანძილზე თბილისში წამსვლელ ფანებს "კოკა კოლა" მეოხობს, რომელიც გერმანიის ნაკრების ფან-კლუბის სპონსორია.

იმავე სტატიაში მოთხრობილია ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" და თბილისზე. გერმანელები წერენ, რომ სტადიონზე დასწრების რეკორდი აღარ დამყარდება, რადგან სტადიონი ახლა მხოლოდ 54 549 კაცს იტევს, "ლივერპულთან" თამაშში კი 1979 წელს 110 ათასი გულშემატკივარი მივიდა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის საიტი თბილისზე აღფრთოვანებით წერს:

"რომ არა ფეხბურთი, თბილისში
ისედაც ბევრი რამ არის სანახავი. განსაკუთრებით კი, ეს ითქმის ძველ ქალაქზე თავისი ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით და ხის აივნებით. ძველი ქალაქი იუნესკოს სიაშია მოხვედრილი".

საიტზე ჩამოთვლილია თბილისის სხვა სიკეთეებიც, რომელთა ნახვა ღირს გერმანელი ფანებისთვის: თბილისის ანძა, მთაწმინდის პარკი, შარდენის ქუჩა, აბანოები, ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, პურის სახლი, ერეკლე II-ის მოედანი და რუსთაველის გამზირი. ფანებს ურჩევენ მეტროთი გადაადგილებას ქალაქში.

"ადგილობრივი მოსახლეობა მეგობრულად განწყობილია უცხოელებისადმი და მათმა დიდმა ნაწილმა იცის ინგლისური", - ვკითხულობთ სტატიაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მტავარია სუხოი არ ცავაგოტ!!!
giga
23:14 25-03-2015
0
ყვეელა გუნდისთვის რთულია თბილიში თამაში და მჯერა რო მოვუგებთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული