საქართველო-მალტა 0:0 [პირველი ტაიმი]

AutoSharing Option
25 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მალტის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩში პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: ლორია, ამისულაშვილი, კვირკველია, კაშია, კობახიძე, მახარაძე, კანკავა, ნავალოვსკი, ჭანტურია, ოქრიაშვილი, მჭედლიძე.

პირველი 45 წუთი მასპინძელთა სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრების შეტევები მეტწილად მარცხენა ფრთიდან ვითარდებოდა, სადაც საკმაოდ კარგად გიორგი ნავალოვსკი ირჯებოდა. რამდენიმე ეპიზოდში სწორედ მისი, თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან მჭედლიძის გარჯას მოჰყვა სტუმართა კართან სახიფათო ეპიზოდი.

გამოსარჩევი იყო
მე-17 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ოქრიაშვილის ძლიერი დარტყმა, რომელიც მალტელთა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია. 26-ე წუთზე მჭედლიძის პასის შემდეგ გიორგი ჭანტურია მალტელთა საჯარიმოში დაეცა, თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა მნიშვნელობა აქვს გვარებს?? ან ნავალოვსკიზე კარგად რომელმა ითამაშა ან სერგენკოზე კარგი მინისტრი რომელია??
ლევანი
23:10 25-03-2015
0
მთავრობაში სერგეენკო,ნაკრებში ნავალოვსკი...კომენტარი ზედმეტია...ყაზაიშვილმაც გამოანათა...ამ ნაკრებით გერმანიასთან ვიზავთ რამეს?
LeXo
22:53 25-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული