[სპეციალისტის აზრი] თენგიზ სულაქველიძე: თურმე, შეტევა შეგვძლებია...

AutoSharing Option
საქართველოსა და მალტის ამხანაგურ მატჩზე, ასევე, გერმანიასთან ევროშესარჩევ თამაშზე გვესაუბრება თბილისის "დინამოს" დაუვიწყარი წარმატებების ერთ-ერთი შემოქმედი თენგიზ სულაქველიძე:

- ერთი და ისიც ამხანაგური თამაშით, შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა ძნელია, მაგრამ რამდენიმე მომენტმა გამახარა. თუნდაც იმან, პირველ ნომრად რომ ვითამაშეთ და შეტევაში ვეძებდით ბედს. გუნდმა იცოდა, რა უნდოდა. თურმე, შეტევა შეგვძლებია.

- მოტივაციაც განსაკუთრებული ჩანდა?
- კი, ბოლომდე იბრძოლეს, იმუშავეს ბიჭებმა.

- რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა უნდა გთხოვოთ...
- იგებს გუნდი და
აგებს გუნდი. მაინც გამოვარჩევდი გიორგი ნავალოვსკის, ლევან მჭედლიძეს, საბა კვირკველიას, გიორგი ჭანტურიას, ვაკო ყაზაიშვილს...

- თქვენი ამპლუის მოთამაშეების, საყრდენების გარჯას როგორ აფასებთ?
- კახა მახარაძე და ჯაბა კანკავა ბოლომდე იბრძოდნენ. მახარაძე კარგი ფეხბურთელია. უბრალოდ, მას დიდი ხანია, არ უთამაშია ნაკრებში და უცებ, ერთ თამაშში ვერ "იფრენ".

- მარჯვენა მცველის პრობლემას რა ეშველება?
- მოინახება ისეთი ფეხბურთელი, მთელი ფლანგის კონტროლი რომ შეუძლია. მთავარია, იყო ისეთი ელემენტები, ისეთი ინდივიდუალური მომენტები, რაც კარგა ხანია, აღარ მინახავს...

- გერმანიას რა უნდა დავუპირისპიროთ?
- ათჯერ მეტი მუშაობა და სირბილი მოგვიწევს, ვიდრე მალტასთან. მთავარია, ხალხმა მონდომება და უშიშარი ნაკრები დაინახოს. თუ დგახარ, ამას ყველა ხვდება. ჩვენს თაობასაც ჰქონდა წაგებები, მაგრამ ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
- მარჯვენა მცველის პრობლემას რა ეშველება? რა რა ეშველება?! ოთარ კაკაბაძე ძაან მაგარი მცველია გამოიყენეთ ერთხელ მაინც ამხანაგურსი......
მედასხვა
19:58 27-03-2015
0
აუფ შეტევა არა კვახი :)))))
ლუკა
19:30 27-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული