შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო

AutoSharing Option
მალტასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თამაშის დეტალებს დიდხანს არჩევდა შოთა არველაძესთან ერთად.

თურქეთის სუპერლიგის "ქასიმფაშადან" წამოსული არველაძე თამაშს ყურადღებით ადევნებდა თვალს. მატჩის შემდეგ მან "ლელოს" თავის მოსაზრებები გაუზიარა...

- ჩვენი ნაკრების თამაშს როგორ შეაფასებდით?
- თამაშის დროს, კახამ ტაქტიკა ორჯერ შეცვალა, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით დაიწყო და მერე მისი სხვა ნაირსახეობაც გამოსცა
და. იქ შეიძლება, ლევან ყენია ათამაშო მოხეტიალე ფორვარდად ან წინწაწეულ ნახევარმცველად. სხვა ვარიანტებიც გამოიყენა და ეს მრავალფეროვნება მომეწონა.

- რა დადებითი მომენტი დაინახეთ ნაკრების თამაშში?
- დავიწყებ იმით, რომ ბურთი კარგად გვეჭირა, "სტანდარტულებიც" კარგად გამოგვდიოდა და საკმაოდ ბევრი მომენტიც შევქმენით. მალტელები კარში 11 კაცით იდგნენ და ჩვენს ბიჭებს გატანა ამიტომაც უჭირდათ. არადა, ანგარიში პირველივე ტაიმში რომ გაგვეხსნა, კიდევ 3-4 გოლს გავიტანდით.

მალტელებს ერთი კუთხური და ერთი მომენტი ჰქონდათ და ეს ნუ გაგვიკვირდება. ნაკრებმა ორ-სამჯერ ივარჯიშა და ბუნებრივია, ჯერ ბევრი რამაა დასახვეწი. მაგრამ ამისთვის შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო. ახალი მწვრთნელია, გუნდი შენდება და მხარდაჭერა სჭირდება.

ყველაზე მეტად, მე ფეხბურთელებისა და მწვრთნელის დამოკიდებულება მომეწონა. და ისიც, იცოდნენ, რა უნდოდათ. მიმაჩნია, რომ კარგი დასაწყისია და კახას წარმატებებს ვუსურვებ.

- ახალწვეულებზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ნავალოვსკის საქართველოს ნაკრებში ადრე უთამაშია, მაგრამ ჩვენი მოქალაქე აღარ იყო და მადლობა გიორგი მარგველაშვილს, პასპორტი ძალიან სწრაფად და უპრობლემოდ რომ მისცა.

მახარაძეც ძალიან მომეწონა. კარგად ჩაერთო თამაშში ძალამიძეც. მაგრამ ეს თამაში საზომად ვერ გამოდგება, მთავარია, თავი ოფიციალურ შეხვედრებში გამოიჩინო. იმედია, ასეც მოხდება. საამისოდ, მათ ყველაფერი აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
Gàmarjveba bicheboooo!!!!!!
gagvaxaret ra ikneba
19:25 28-03-2015
0
ამერიკელი ამას ლაპარაკობს.ფუი
fxxxxx
16:24 28-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული