"ჩავფრინდებით თბილისში, მოვიგებთ და სამი ქულით დავბრუნდებით"

AutoSharing Option
27 მარტს, საქართველოში გამომგზავრების წინ, გერმანიის ნაკრების თავკაცის, იოახიმ ლიოვის ასისტენტმა თომას შნაიდერმა პრესკონფერენცია გამართა.

მან განაცხადა, რომ მუხლის მცირე ტრავმის მორჩენის შემდეგ ნაკრების კარს მანუელ ნოიერი დაუბრუნდება და საქართველოს ნაკრებთან მატჩში კარში აუცილებლად "ბაიერნის" გოლკიპერი იდგება.

ბრუნდება კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელიც ავსტრალიასთან დაასვენეს. ის თბილისში მუნდიალის მერე ნაკრებში პირველ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.

"გუნდმა იცის, რა დევს სასწორზე. უნდა დავივიწყოთ ამხანაგური მატჩი ავსტრალიასთან. ცოტა არ იყოს, ზეწოლის ქვეშ ვართ, მაგრამ ეს არ არის პანიკა. ჩვენ თავდაჯერებულები ვემზადებით. გუნდი საქართველოსთან თამაშზე
ფოკუსირებულია.

თბილისში, შესაძლოა, ისევ სამი მცველით ვითამაშოთ, შეიძლება არც ვითამაშოთ. თუმცა ფაქტია, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ძალუძთ სამკაციანი დაცვის ხაზით წარმატებული თამაში.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ჩავფრინდებით საქართველოში, მოვიგებთ და დავბრუნდებით სამი ქულით", - განაცხადა შნაიდერმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
zalian bednieri var,kartvelebis tbili daxvedristvis,stumari gvtisaaa,kartveli eri amit vart mdidari..Gaumarjos sakartvelos!
inga
01:44 29-03-2015
0
ქმარი სახლში ცოლის საყვარელს რომ ელოდება და უბის წიგნაკით და ავტოკალმით დახვდება იქნებ ავტოგრაფი მომცესო ცნობადი სახეაო ისეა ამ მეტიჩარა ფანების საქმე...
გოჩა123
11:07 28-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული