"ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს" [PHOTO]

AutoSharing Option
28 მარტს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, გერმანიასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ცხადაძე "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავასთან ერთად წარსდგა.

ამასთან, "დინამო არენაზე" ვარჯიში ჯერ გერმანიის ნაკრების, შემდეგ კი საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა გამართეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

"ყველამ ვიცით რა მატჩი გველის 29 მარტს. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის ნაკრებისთვის. ჩვენც საგულდაგულოდ ვემზადებით ამ მატჩისთვის.

ეს ორი დღე ოპტიმიზმის საბაბს მაძლევს, რომ ძლიერი ნაკრებს ჩამოვაყალიბებთ. საბოლოო შედეგი აუცილებლად
იქნება.

მატჩისთვის ვემზადებით, გავანალიზეთ გერმანიის ნაკრების თამაშები და შევეცდებით, მათთან დადებით შედეგს მივაღწიოთ.

უკვე ვიცით, თუ როგორი სათამაშო სქემით ვითამაშებთ და თუ არ დაგვჭირდა, მას არ შევცვლით, მაგრამ თუკი საჭირო გახდა, არც მისი შეცვლა იქნება პრობლემა.

დაცვაზეც ვიქნებით ორიენტირებულნი და შევუტევთ კიდეც. ჩვენთვის დადებითი შედეგი გამარჯვება იქნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთმ რომ მსოფლიოს ჩემპიონს ვეთამაშებით.

ხვალიდენლ მატჩში მიღწეული კარგი შედეგი დაუბრუნებს ჩვენს ბიჭებს თვითრწმენას და ეს მუხტი საერთო საქმისთვის წაგვადგება.

ყველას უყვარს მსოფლიოს ჩემპიონები, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს", - თქვა ცხადაძემ.

საქართველო-გერმანიის შეხვედრა 29 მარტს, 20:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" დაიწყება.

ასევე იხილეთ:
საქართველოსთან ფრე სიზმარშიც კი კოშმარია! - იოახიმ ლიოვის პრესკონფერენცია
ტონი კროოსი: თბილისში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს
გერმანიის ნაკრებს თბილისში ფანებმა დახვედრა მოუწყვეს [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კომპიუტერულ თამაშებში ყველა ნაკრებს თუ კლუბს ჩაწერილი აქვთ თავიანთი პოტენციალი.ანუ,მესი,რობენი ან რონალდუ სხვებზე სწრა ფად დარბიან,სხვებზე უკეთესად ურტყავენ და ა.შ...
მაგრამ,იქ არის ასეთი რამ,თუ ჯოისტიკით ყველაფერი სწორად გააკეთე,ყველა გუნდს აქვს შანსი.მაგალითად: გერმანია-საქართველო მატჩის დროს,თუ საქართველოს ნაკრები (ვირტუალურად,რა თქმა უნდა) ყველაეფრს აკეთებს(ჯოისტიკით,რა თქმა უნდა) ისე,როგორც საჭიროა(დროული ბურთის ართმევა,დროული პასი,დროული დარტყმა და ა.შ...),ინიციატივა ავტომატურად გადმოდის მათ ხელში.მათ ყველაფერი გამოსდით: მოტყუება,ფინტი,პასი,ჩაწოდება,დარტყმა და ა.შ... ხოლო მოწინააღმდეგეს(ანუ,გერმანიას),მიუხედავად კომპიუტერულ თამაშებში ყველაზე მაღალი პოტენცილისა და რეიტინგისა,არაფერი არ გამოსდით...
თუ ხვალ ჩვენც ყველაფერს სწორედ გავაკეთებთ,ჩვენს ყველაფერი გამოგვივა და ალჟირისა არ იყოს (1982 ესპანეთი.მ.ჩ. გფრ-ალჟირი 1:2),ყველაფერს დროულად გავაკეთებთ,ჩვენც გვაქვს შანსი გამარჯვება ვიზეიმოდ.
ზაზა
22:43 28-03-2015
0
ერთერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ალჟირმა ბურთი დაახია თავზე გერმანიას.დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ფორმაში არიან ჩვენი ნახევარმცველები,მეკარემ დაცვას არ უნდა მისცეს მოდუნების საშუალება.გისურვებთ მოგებას.
ნუგზარი-1
19:51 28-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული