საქართველო-გერმანია 0:2 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის V ტურის მატჩში გერმანიის ნაკრებს მასპინძლობს და მინიმალური ანგარიშით მარცხდება - 0:1.

"დინამო არენაზე" შეხვედრა დაიწყო. სამწუხაროდ, უკვე მეორე წუთზე შესაცვლელი გახდა ალეკო ამისულაშვილი, რომელმაც ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად მოედანზე ლაშა დვალი შემოვიდა.

გერმანელებს სრული უპირატესობა აქვთ. მე-5 წუთისთვის გადავრჩით. მარკო როისის დარტყმის შემდეგ ბურთი ჩვენი კარის ხარიხას მოხვდა...

მე-13 წუთზე საქართველოს ნაკრების კართან ხიფათი კუთხურის შემდეგ შეიქმნა, როდესაც თომას მიულერი ურტყამდა. ბურთმა ახლო მანძილზე ჩაუარა გიორგი ლორიას კარს.

26-ე წუთისთვის მიულერის
იერიში მარჯვენა ფლანგიდან მარიო გიოტცემ დაასრულა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

29-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების საჯარიმოში სტუმართა მრავალსვლიანი კომბინაცია დარტყმით მარკო როისმა დაასრულა - ბურთი მცირე მანძილით ასცდა ლორიას კარს.

35-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგზე ძალზე კარგი იერიში წამოიწყო თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც ეფექტურად ჩამოიცილა ბასტიან შვაინშტაიგერი, თუმცა მისს პასს გერმანელთა საჯარიმოში გამწვავება არ მოჰყოლია.

39-ე წუთზე გერმანელებმა მაინც გაგვიტანეს - 0:1. მარიო გიოტცემ ჩვენ საჯარიმოში ეფექტურად ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი მარკო როისს მიუვიდა - ამ უკანასკნელს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

საქართველოს ნაკრები აირია. გერმანელებს უპირატესობის გასაზრდელად კი ხუთი წუთი დასჭირდათ. იოზილის გადაცემის შემდეგ თომას მიულერმა ქართველ მცველებს აჯობა - 0:2.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის ბოლო წუთები ძალზე უსუსურად ჩაატარა - ორჯერ კარი ლორიამ გადაარჩინა, რის შემდეგაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მატჩი განახლდა. საქართველოს ნაკრებში ცვლილებაა - თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე გიორგი ჭანტურია შემოვიდა.

53-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევა არაზუსტი დარტყმით უჩა ლობჟანიძემ დაასრულა...

ერთ წუთში მასპინძლების კიდევ ერთი სახიფათო შეტევა - ჭანტურიამ კარგად ჩამოიცილა მეტოქე ფეხბურთელები და ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში ჩაჰკიდა, რასაც თავი მჭედლიძემ შეაგება და კანკავასთვის დაგდება სცადა, თუმცა მცირედით არაზუსტად.

საქართველოს კარი ხარიხამ მეორედ იხსნა - მე-60 წუთზე როისის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი რომ კარში წასულიყო, ლორია უძლური იქნებოდა...

63-ე წუთზე მორიგი ცვლილებაა საქართველოს ნაკრებში - კახა მახარაძის ნაცვლად თამაშში ლევან ყენია ერთვება.

გერმანიის ნაკრები, პირველი ტაიმისგან განსხვავებით, თამაშის საშუალებას გვაძლევს. 65-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ბურთი ყენიამ და კანკავამ გაითამაშეს, რის შემდეგაც ბურთი დვალს მიუვიდა, თუმცა კარგი პოზიციიდან დარტყმა ვერ შეძლო.

74-ე წუთზე ერთმანეთს კაპიტნები წაეკიდნენ - ჯაბა კანკავაც და ბასტიან შვაინშტაიგერიც მსაჯმა ყვითელი ბარათებით დააშოშმინა.

75-წუთზე, ქართველი ფეხბურთელების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მჭედლიძე გერმანელთა საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მატს ჰუმელსს ვერ აჯობა.

შეხვედრა დასრულდა.

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
საქართველო-გერმანია 0:2
გოლები: 0:1 როისი (39), 0:2 მიულერი (44).
გაფრთხილება: მახარაძე, კანკავა, შვაინშტაიგერი, ჭანტურია.

საქართველოს ნაკრები:
ლორია, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი (3, დვალი), ნავალოვსკი, მახარაძე (63, ყენია), კანკავა, ოქრიაშვილი (46, ჭანტურია), კობახიძე, მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

გერმანიის ნაკრები: ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი, იოზილი, როისი, რუდი, კროოსი, გიოტცე (87, პოდოლსკი), მიულერი (86, შიურლე).
მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

მატჩის არბიტრი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი).
მკითხველის კომენტარები / 14 /
თქვენი საიტი არაობიექტურია, კომენტარებს ბლოკავთ
ქომაგი
30 მარტი 2015 12:07
0
მინასიანმა თუ დადო გუშინ საქართველოს მოგებაზე?
irakli
30 მარტი 2015 10:23
0
Dges Ara xval moigebt,guli Ar gaitexot!germaniastan tamashi ukve prestijia,tsarmatebebs gisurvebt.
momavali tsinaa
30 მარტი 2015 05:30
0
კიდე კარგათ გადავრჩით,უფრო სამარცხვინოდ რო არ წავაგეთ,სამწუხაროთ ასეთი დაბალი დონის ნაკრები გვყავს და მომავალიც კიდევ ბუნდოვანი ჩანს.
Jaison
30 მარტი 2015 04:49
0
მაივიდეოზე ყურებას არ კადრულობთ? :დ
lus's da maxos
30 მარტი 2015 03:21
0
უფრო კარგი შეტევა ვნახე ვიდრე ქეცბას დროს! თუმცა ბოლო პასი კვლავ პრობლემაა!!! თუმცა შეტევა ცოდნიათ, მეტი ს ი თ ა მ ა მ ე ბიჭებო! კაია რომ ბრაზილია არ დაგვემართა :) ან საუდის არაბეთი!!! ისე მაგრა კი დაეტყოთ დაღლილობ! მაგრამ იბრძოლეს ფაქტია! ამ კუთხით შექებას იმსახურებენ!!!!!
Beka
29 მარტი 2015 23:34
0
ბრძოლაში წააგეს.ვისაც ფეხბურთი არ ესმის,აქ სისულელეებს ნუ წერს.ვინ დადიოდა,სად დადიოდა,რეებს როშავთ?
Zaza
29 მარტი 2015 22:59
0
რაც შეძლეს იტამაშეს მთავარია შიშიტ არ უტამაშიათ გერმანიას ეთამაშებოდენ ხალხო
Ramazi
29 მარტი 2015 22:22
0
წვერები რომ გაქვტ თხასავით მოშვებული.თამაში ისწავლეთ ჯობია.
misha
29 მარტი 2015 22:06
0
მე მიმ საწყალს ვაგინე შვაინშტაიგერს რომ ფეხებსი ემთხვია, თურმე მთელი ნაკრები მაგ აზრზე ყოფილა !!!! დადიან ეს ... მოედანზე!!!!! რა ქეცბაია რა ცხადაძე 11 ...
kommarkos
29 მარტი 2015 21:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული