bleacherreport.com: მატჩის გმირი როისია, ანტიგმირი - მახარაძე

AutoSharing Option
ცნობილი სპორტული ანალიტიკური საიტი bleacherreport.com-ი გამოეხმაურა საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩს.

მატჩში, რომელიც გერმანიის ნაკრებმა 2:0 მოიგო მარკო როისისა და თომას მიულერის გოლებით, ავტორიტეტულმა გამოცემამ მატჩის გმირად როისი დაასახელა, ხოლო ანტიგმირად - კახა მახარაძე.

A დონე: მარკო როისი
მართალია, "დორტმუნდის" ფეხბურთელი მუნდიალზე არ ყოფილა და მსოფლიოს ჩემპიონიც არ არის, მაგრამ მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებში.

ის პანიკას თესავდა მეტოქე მცველებში და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

D+ დონე: კახა მახარაძე
კახა მახარაძეს თითქმის შეუსრულებელი დავალება ჰქონდა, გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვის კრეატიულობას უნდა
გამკლავებოდა. დავალება, რომელიც მან ვერ შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 5 მცველით იცავდა თავს, საყრდენმა ნახევარმცველმა ვერ შეძლო გერმანელ ვიზავისთან გამკლავება. ამიტომაც ის 63-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გერმანიასთან დაუშვა 2 უხეში შეცდომა როდესაც ბურთის გამოტანის დროს პასი გერმანელებს მისაც, ერთ-ერთი ასეთი შეცდომას მოკვა გოლი
dato
11:51 31-03-2015
0
რა ვიცი გლეჯს ყველაფერსო. ესეც ნაცნობობით მამამისით მოიყვანეს ნაკრებში. ტრადიცია გრძელდება მიდი ცხადაძე უბერე და აბითურე ხალხი შენი დაპირებებით. დაპირებები არც შენს წინამორბედებს აკლდა მაგრამ რა გამოვიდა ვნახეთ. ახლა ამის იმედათ იყავით ვისაც მოგწონთ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული