bleacherreport.com: მატჩის გმირი როისია, ანტიგმირი - მახარაძე

AutoSharing Option
ცნობილი სპორტული ანალიტიკური საიტი bleacherreport.com-ი გამოეხმაურა საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩს.

მატჩში, რომელიც გერმანიის ნაკრებმა 2:0 მოიგო მარკო როისისა და თომას მიულერის გოლებით, ავტორიტეტულმა გამოცემამ მატჩის გმირად როისი დაასახელა, ხოლო ანტიგმირად - კახა მახარაძე.

A დონე: მარკო როისი
მართალია, "დორტმუნდის" ფეხბურთელი მუნდიალზე არ ყოფილა და მსოფლიოს ჩემპიონიც არ არის, მაგრამ მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებში.

ის პანიკას თესავდა მეტოქე მცველებში და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

D+ დონე: კახა მახარაძე
კახა მახარაძეს თითქმის შეუსრულებელი დავალება ჰქონდა, გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვის კრეატიულობას უნდა
გამკლავებოდა. დავალება, რომელიც მან ვერ შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 5 მცველით იცავდა თავს, საყრდენმა ნახევარმცველმა ვერ შეძლო გერმანელ ვიზავისთან გამკლავება. ამიტომაც ის 63-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გერმანიასთან დაუშვა 2 უხეში შეცდომა როდესაც ბურთის გამოტანის დროს პასი გერმანელებს მისაც, ერთ-ერთი ასეთი შეცდომას მოკვა გოლი
dato
31 მარტი 2015 11:51
0
ძალიან კარგი ბიჭია! ნახეთ მისი თამაშები ! უბრალოდ ჯერ ერთმანეთს ეჩვევიან!!!აცადეთ ხალხნო!
Giorgi
30 მარტი 2015 23:26
0
საგოლ კარგი ბიცია მახარადზე დებიუტისტვის ტან გერმანიასტან, კარგი იყო მომავალ ტამასჰები აცვენებს რომ კარგი კადრია დაუსჰვილი და კანაკავა ერტად დაყნებას ჯობია ერტი ტექნიკური და პასი რომ იცის ისეტი დააყენოს კახი გამოდგება მეტი არ გვაყავს უკეტესი ტუარა კლასი რომ აკლია იმიტაც ცანს უზბეკეტს ვერ გაცდა მადენი ხანია მარა არაა უკეტესი არავინ არაააა
Zviad
30 მარტი 2015 20:46
0
სატირალი და სამარცხვინო საყურებელი იყო 5-6 ქართველი, რომლებიც საცოდავად დარბოდა სამ გერმანელს შორის, რომლებიც სამკუთხედს თამაშობდნენ,ბურთს ვერ ართმევდნენ მთელი წუთი თუ მეტი წუთი.ასეთი ეპიზოდები ბევრი იყო.თორემ წაგება გასაგებია.
გიორგი
30 მარტი 2015 17:55
0
რა ვიცი გლეჯს ყველაფერსო. ესეც ნაცნობობით მამამისით მოიყვანეს ნაკრებში. ტრადიცია გრძელდება მიდი ცხადაძე უბერე და აბითურე ხალხი შენი დაპირებებით. დაპირებები არც შენს წინამორბედებს აკლდა მაგრამ რა გამოვიდა ვნახეთ. ახლა ამის იმედათ იყავით ვისაც მოგწონთ.
555
30 მარტი 2015 17:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული