ქართველი გულშემატკივარი: ფეხბურთის ფედერაციამ ჰაერი მომყიდა! [PHOTO]

AutoSharing Option
29 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი.

ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც შეხვედრაზე დასასწრები 15-ლარიანი ბილეთი ინტერნეტით სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეიძინა, "ფეისბუქზე" ფოტოს და კომენტარს აქვეყნებს. მისი თქმით, ბილეთზე მითითებული ადგილი, სინამდვილეში, სტადიონზე არ არსებობს.

"ბილეთი ინტერნეტით ვიყიდე, სტადიონზე 21-ე სექტორის მე-8 რიგში 34-ე ადგილი საერთოდ არ იყო, 33-ით მთავრდებოდა რიგი. ჰაერი მომყიდა ფედერაციამ! იქვე პოლიციელს მივმართე დახმარებისთვის და ასე მიპასუხა, პირველი არ ხარ, სხვებსაც შეემთხვა იგივეო!", - წერს დათო მოლოდინი და თან ფოტოსაც
აქვეყნებს.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ვრცელდება ქომაგების უკმაყოფილო კომენტარები. გულშემატკივრების თქმით, ერთი და იგივე ადგილის ბილეთები ორჯერ გაიყიდა.

გარდა ამისა, "დინამო არენაზე" გასამართ მატჩზე დასასწრებ ბილეთს რატომღაც "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი" ეწერა.

კვლავ მოუგვარებელი რჩება გადამყიდველების პრობლემა. მათ წინააღმდეგ ბრძოლის ოფიციალური ბერკეტი აქამდე არ არსებობს, თუ არ ჩავთლით ბილეთების რაოდენობრივი გაყიდვის ლიმიტს.

გადამყიდველების თავხედობა ყველა ზღვარს სცდება. ისინი ბილეთებს ინტერნეტში სხვადასხვა უფასო განცხადების პორტალებზეც კი ყიდდნენ.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშთ 2:0 დასრულდა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

რა სასჯელს უმზადებს უეფა საქართველოს მოედანზე ფანების შეჭრისთვის
მკითხველის კომენტარები / 11 /
vava vava
gugulo
01 აპრილი 2015 03:00
0
რატო მოაწესრიგებენ გადამყიდველებთან დაკავშირებით სიტუაციას ,როცა თვითონ წილში ზიან,ხალხო ნუთუ ვერ გაიგეთ სად ცხოვრობთ.
მალხაზი
31 მარტი 2015 21:40
0
თამაშის წინ დავწერე ფბ ში ესპანეთთან მომივიდა მე ასე 2 ადილი არ იყო 4 და 5 ერთ ერთ სექტორში კიბეებზე ვიჯექი მერე არადა ბილეთი მქონდა დაცვის სამსახრს რო ვაჩვენე რა ვქნათ ჩვენო მეთქი არაფერი მარა კიბეებზე მაინც მაცადეთ ჯდომა თქო და ბოდიში მომიხადეს და შემეშვნენ :)
shota
31 მარტი 2015 18:25
0
ეს მაინც გამოიძიეთ!!!!! პაატა ბურჭულაძის კონცერტზეც იგივე მოხდა სპორტის სასახლეში!!!! არავინ არ დაინტერესდა და კვლავაც გაიმეორეს!!!! შსს რა ხდება???????
დათო
31 მარტი 2015 16:53
0
ეს მაინც გამოიძიეთ!!!!! პაატა ბურჭულაძის კონცერტზეც იგივე მოხდა სპორტის სასახლეში!!!! არავინ არ დაინტერესდა და კვლავაც გაიმეორეს!!!! შსს რა ხდება???????
დათო
31 მარტი 2015 16:34
0
მეც იმსგავსი პრობლემა მქონდა მთელი 1 ლი ტაიმ დავა იყო ადგილებზე ყველას ქონდა ბილეთი მაგრამ ვერ ვარკვევდით რომელი რა ადგილი იყო საერთოდ არაფერი არ ეწერა, 1 იარუსის 9 სექტორში
giga
31 მარტი 2015 14:58
0
სამარცხვინო ქვეყანა!
del piero 10
31 მარტი 2015 14:39
0
Mecigive problema shemeqmna da exla vcdilob gavarkvio vin iyo damnashave. Ar unda sherches
g
31 მარტი 2015 13:54
0
ფულს ხატავენ და ბილეთს რას უზამენ.
fxiiiiiffxxxiiii
31 მარტი 2015 13:39
0
ფედერაცია შენობიდან ყიდიდა ბილეთებს
ლაშა
31 მარტი 2015 13:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული