ქართველი გულშემატკივარი: ფეხბურთის ფედერაციამ ჰაერი მომყიდა! [PHOTO]

AutoSharing Option
29 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი.

ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც შეხვედრაზე დასასწრები 15-ლარიანი ბილეთი ინტერნეტით სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეიძინა, "ფეისბუქზე" ფოტოს და კომენტარს აქვეყნებს. მისი თქმით, ბილეთზე მითითებული ადგილი, სინამდვილეში, სტადიონზე არ არსებობს.

"ბილეთი ინტერნეტით ვიყიდე, სტადიონზე 21-ე სექტორის მე-8 რიგში 34-ე ადგილი საერთოდ არ იყო, 33-ით მთავრდებოდა რიგი. ჰაერი მომყიდა ფედერაციამ! იქვე პოლიციელს მივმართე დახმარებისთვის და ასე მიპასუხა, პირველი არ ხარ, სხვებსაც შეემთხვა იგივეო!", - წერს დათო მოლოდინი და თან ფოტოსაც
აქვეყნებს.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ვრცელდება ქომაგების უკმაყოფილო კომენტარები. გულშემატკივრების თქმით, ერთი და იგივე ადგილის ბილეთები ორჯერ გაიყიდა.

გარდა ამისა, "დინამო არენაზე" გასამართ მატჩზე დასასწრებ ბილეთს რატომღაც "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი" ეწერა.

კვლავ მოუგვარებელი რჩება გადამყიდველების პრობლემა. მათ წინააღმდეგ ბრძოლის ოფიციალური ბერკეტი აქამდე არ არსებობს, თუ არ ჩავთლით ბილეთების რაოდენობრივი გაყიდვის ლიმიტს.

გადამყიდველების თავხედობა ყველა ზღვარს სცდება. ისინი ბილეთებს ინტერნეტში სხვადასხვა უფასო განცხადების პორტალებზეც კი ყიდდნენ.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშთ 2:0 დასრულდა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

რა სასჯელს უმზადებს უეფა საქართველოს მოედანზე ფანების შეჭრისთვის
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთ ერთმა გადამყიდველმა ისიც კი მითხრა რომ ბილეთები ფედერაციამ მისცა
loli
13:18 31-03-2015
0
ფედერაცია შენობიდან ყიდიდა ბილეთებს
ლაშა
13:32 31-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული