აქტუალურ თემაზე: ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრებში მარჯვნივ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები განახლების გზას ადგას და ამ გზას ყველა დიდი იმედით შევცქერით. ერთი ფაქტია: ეროვნულ გუნდში არის რამდენიმე პრობლემა, რომელთა მოგვარებაზეც სამწვრთნელო შტაბი უკვე მუშაობს...

რა თქმა უნდა, კახა ცხადაძემ და მისმა ასისტენტებმა თავიანთი საქმე იციან, ჩვენ კი ამ პრობლემებზე წერით ვეცდებით, ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას საქმე ოდნავ მაინც გავუადვილოთ.

დღეს უნდა ვიმსჯელოთ პრობლემაზე, რომელიც ერთობ თვალსაჩინოა, ხელისგულზე დევს. ცხადაძის დომინანტ სათამაშო სქემაში უდიდესი როლი ენიჭებათ ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც მთელი ფლანგის გაკონტროლება შეუძლიათ.

მას შემდეგ, რაც გიორგი ნავალოვსკიმ საქართველოს პასპორტი დაიბრუნა,
მარცხენა ფლანგზე საქართველოს ნაკრებში არსებული პრობლემა, ასე თუ ისე, გადაიჭრა. სამაგიეროდ, ჯერაც პრობლემატურია მარჯვენა ფლანგის საკითხი.

დღეს საქართველოში პოპულარულია აზრი, რომლის მიხედვითაც, მარჯვენა მცველი საერთოდ არ გვყავს. ვფიქრობთ, ასე კატასტროფულადაც არ არის საქმე - ჩვენს ქვეყანაში მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, მარჯვენა ფრთის სრულად გაკონტროლებას რომ შეძლებს.

ცხადია, კანდიდატებს სამწვრთნელო შტაბი განიხილავს და დარწმუნებულნი ვართ, უკვე ზაფხულის შეკრებაზე უჩა ლობჟანიძეს კონკურენტი ეყოლება, რაც ამ ფეხბურთელისთვისაც კარგი იქნება.

მანამდე კი, მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს ჩვენი ნააზრევი იმის თაობაზე, თუ ვინ გვესახება ამ პოზიციაზე სამომავლოდ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. ერთი ცხადია - ნაკრების მომავალი წევრი ძალიან კარგად უნდა უტევდეს და არც დაცვაში დაბრუნება აგვიანდებოდეს. ასეთია თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები.

მაშ, მოდით, გადავხედოთ კანდიდატებს:

კახა ალადაშვილი (31 წლის, სკა ენერგია, რუსეთი)
ამ ეტაპზე, ალადაშვილი უპირველეს კანდიდატად გვესახება. რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ "სკა ენერგიაში". საქართველოს ნაკრებში მის ანგარიშზე მხოლოდ 7 მატჩია. ეროვნულ გუნდში კარგა ხანია, აღარ უთამაშია.

ოთარ კაკაბაძე (19 წლის, დინამო თბ)
კაკაბაძეს უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. არის თბილისის "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის წევრი და იმ თაობის წარმომადგენელი, რომლისაც ყველას ძალიან გვეიმედება.

ვაჟა ტაბატაძე (24 წლის, დინამო თბ)
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო დროს არ უმართლებს - პერმანენტულმა ტრავმებმა გააწამა. ისევე, როგორც ალადაშვილი და კაკაბაძე, თავს შესანიშნავად გრძნობს შეტევითი ოპერაციებისას.

არჩილ ტვილდიანი (22 წლის, შუქურა)
საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა. ასაკის კვალობაზე, დიდად გამოცდილია და რამდენიმე გუნდის შეცვლაც მოასწრო.

დავით მთივლიშვილი (20 წლის, ზესტაფონი)
ძალიან შემტევი მარჯვენა მცველი. მისი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ხანდახან შეტევაში ჩართულს უკან ზონის შევსება ავიწყდება. პოტენციალი აშკარად აქვს.

თემურ ღონღაძე (29 წლის, ჩიხურა)
ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა და "ჩიხურას" საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენჯერმე საყრდენადაც მოგვევლინა, მაგრამ ის მაინც კლასიკური მარჯვენა მცველია. აქვს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება.

ლუკა თათხაშვილი (22 წლის, ვიტ ჯორჯია)
ვისაც ამ ფორმაციის "ვიტ ჯორჯიის" თამაში უნახავს, თათხაშვილის გარჯას აშკარად გამოარჩევდა. ძალიან შრომისმოყვარე, თანამედროვე ტიპის მარჯვენა მცველი, ვინც შესანიშნავად ასრულებს საჯარიმოებს.

* * *
რა თქმა უნდა, ჩვენი წერილით ოდნავადაც არ ვაპირებთ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ფუნქციებში ჩარევას. პირიქით, სწორედ ჩვენ შორის თანამშრომლობა გვესახება ქართული ფეხბურთის მომავალი პროგრესის ერთ-ერთ წინაპირობად და ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიცა და მისი შტაბის წევრებიც ასე ფიქრობენ.

ჩვენ მხოლოდ ნაკრების ის პოტენციური კანდიდატები ჩამოვთვალეთ, რომლებიც ხელისგულზე არიან, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელიც გამოჩნდეს, საერთოდ რომ ვერ წარმოგვიდგენია.

შესაძლებელია, ამ პრობლემატურ პოზიციაზე ისეთი მოთამაშეც კი მოისინჯოს, რომელიც სულაც არაა ამპლუით მარჯვენაფლანგელი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
კაკაბაძე ყველაზე მაგარია მარჯვენა ფლანგზე მე მაგალიტად პირველ რიგში კაკაბაძეს გამოვცდიდი... 17 წლამდელები აქ რომ თამაშობდნენ ელიტრაუნდს კაკაბაძე ყოველტვის გამოირჩეოდა კარგად იცავს ბურთის ართმევა შეუძლია კარგად და შეტევაც კარგად იცის დრიბლინგიც კარგი აქვს ვისაც გაქვტ ნანახი მისი ტამასჰები დამეთანხმებით ალბათ...
giorgi burduli
01 აპრილი 2015 20:42
0
უცხოელს გამორიცხავთ?აი მაგალითად მარჯვენაფლანგელი ვინმე ბრაზილიელი ან არგენტინელი რომელიც თავიანთი ქვეყნის ნაკრებში ვერ ხვდებიან მაგრამ კარგი მოთამაშეები არიან,არ ვარ რასისტი მაგრამ სასურველია თუ თეთრი კანის ფერი ექნება,ასეთი ფეხბურთელი ედუარდო ხორვატებმა გამოიყენეს პრობლემურ პოზიციაზე,ასევე პიზელი სომხებმა და ვერავინ დამაჯერებს რომ ჩვენ ხორვატებზე და თუნდაც სომხებზე ძლიერი ნაკრები გვაქ,უბრალოდ ამპარტავნები ვართ და მორჩა,შეიძლება ამ მოსაზრების გაზიარება მანამ სანამ კონკრეტული პოზიცია პრობლემურია
Bacho
01 აპრილი 2015 19:03
0
საკითხი აქტუალურია.სტატიის ავტორი პრობლემას სწორად ხედავს და ცდილობს დაგვანახოს ამ პრობლემის მოგვარების გზები.
zaza
01 აპრილი 2015 18:53
0
კარგი სტატიაა.სწორს აკეთებთ ჟურნალისტები ნამდვილად.მსგავს სტატიებს და კიდევ შემოგვთავაზებთ ძალიან კარგი.
ბიჭებსაც მოტივაცია ერთი-ორად გაეზრდებათ საკუთარ გვარებს რომ ამოიკითხავენ :)
rr
01 აპრილი 2015 18:23
0
თორნიკე გრიგალაშვილი(სამტრედია)
paata
01 აპრილი 2015 16:23
0
ალადაშვილი 31 წლისაა უკვე, მგონი აჯობებს უფრო ახალგაზრდებს დაეთმოთ გზა, ჩემი აზრით ვაჟა ტაბატაძე კარგი ვარიანტია და არის კიდევ რამოდენიმე, მაგრამ ასე უცებ ჩანაცვლება სისულელე იქნება. უნდა მოხდეს სუსტ მეტოქეებთან გამოცდა, რომ ადვილად გაიარონ ადაპტაცია ნაკრებში.
anti
01 აპრილი 2015 16:07
0
კახა ჯიგარი ხარ, შენი იმედი გვაქვს, ყურს ნუ უგდებ ამ ვითომ ფეხბურთის მცოდნეებს.
gaga
01 აპრილი 2015 15:54
0
დაიცყეს ამ უვიცმა ჯურნალისტებმა უკვე, აცალეტ მწვრტნელს და მიხედავს, ვინ ხარტ რა ბოლობოლო, მოიტმინეტ.
oto
01 აპრილი 2015 15:50
0
ჩემი აზრით უჩა ლობჟანიძეს უემტესობა ჯობია ამ სიიდან :)
კახეთი
01 აპრილი 2015 15:40
0
ხურცილავა
gio
01 აპრილი 2015 15:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული