უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განაჩენს 21 მაისს გამოუტანს

AutoSharing Option
უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა, რომელიც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე მომხდარ ინციდენტებს, მოედანზე გულშემატკივართა შეჭრის ფაქტებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, 31 მარტს, "დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონებს დარჩათ (0:2).

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბრალი თამაშზე უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვაში ედება, რის შედეგადაც გულშემატკივრებმა მატჩის დროს მოედანზე შეჭრა მოახერხეს.

საქართველოს გარდა, უეფამ საქმე ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციისა და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგაც აღძრა. ირლანდიის შემთხვევაში საქმე ამ ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელთა მიერ ხუთზე მეტი გაფრთხილების მიღებას
უკავშირდება, პოლონეთს კი სტადიონზე პიროტექნიკის გამოყენების გამო მოუწევს პასუხისგება.

ამ საქმეებზე უეფას სადისციპლინო კომიტეტი 21 მაისს იმსჯელებს, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ფულად სასჯელთან ერთად, მკაცრი სანქციაც ელის: შესაძლოა, 4 სექტემბერს, თბილისში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ეგიდით გასამართავ საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას ცარიელი ტრიბუნების წინ უმასპინძლოს, - ამის შესახებ ვარაუდი სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გამოთქვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
AMPREDUZO ზაზა არდიშვილზე რამე პრობლემა ხომ არა გაქ? არავინ გაბედოს ამ ბიჭზე რამის თქმა ის იქნება იგივე მოღალატე და გამყიდველი. უეფას რაც უნდა ის უქნია შესავარდნი იყო რომ შევარდნენ და კაცურად გამიხარდა მოგვიგეს მარა 7 ჯერ შუევარდით და კარგი საცემებიც იყვნენ მაგათი გერმანელი ფანები თუ რამე ისეთს გაბედავნენ სტადიონზე, ძალიან დამამცირებელი რაღაცეების გაკეთება იციან მაგ გერმანელ ევროპელებმა, ადრე ლიხტენშიენელებმა სკამზე დაგვიშარდეს და პოლიციამ ცივი ნიავი არ მიაკარა. მიუშვი ცოტა აცემინე რა კაცი არა ხარ? ადრე თუქეთმა 5-2 მოგვიგო სულ მანქანის შუშები ჩაუმტვრიეს ბიჭებმა თურქებს და მაშინაც ვიღაც ისეთები ისეთები იძახდნენ ეს როგორ შეიძლებაო, ჯანსუღ ჩარკვიანმა თქვა ეგრე იყო საჭირო დაანახვესო რომ ბიჭები ვართო ძარღვში სისხლი გვაქვსო. დღეს ძარღვში სისხლი აღარაა აქვთ ბევრს და შუბლზე ძარღვი!
Zviadi
20:48 01-04-2015
0
Zviadi -ს : ასეთ კომენტარზეც კი პასუხი უნდა აგებინო მის ავტორს! თბილი მოკითხვა გერმანიიდან!
გიორგი
22:09 01-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული