"ველოდით, რომ მალტას დავჩაგრავდით და ისე მოვუგებდით. ასე გამოვიდა კიდეც"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ ინტერვიუში გაზეთთან - "ჩვენი თამაში" ეროვნული ნაკრების მიერ გამართული მატჩები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს ჩვენმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მალტასთან გამართა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ხოლო 29 მარტს, "დინამო არენაზე", ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში გერმანიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

"წაგებული მატჩის შემდეგ, წესით, კმაყოფილი არ უნდა იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის გარშემო მიმდინარე ამბების გათვალისწინებით, ბოლომდე უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. ბოლო ორი მატჩიდან რასაც ველოდით, ის მივიღეთ კიდეც.

ველოდით,
რომ მალტას დავჩაგრავდით და ისე მოვუგებდით და ასე გამოვიდა კიდეც; გერმანიასთან კი სასიამოვნო იყო, რომ მეორე ტაიმში კახა ცხადაძემ თამაშში ორი შემტევი ჩართო.

ზოგადად, ჩვენი ფეხბურთის მთავარი მონაპოვარი ის იქნება, თუ მოსაგებს მოვიგებთ, ტოპ-კლუბებთან ღირსეულად გამოვჩნდებით, საშუალოევროპული დონის გუნდებთან კი ტოლ-სწორად ვითამაშებთ.

სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, თუმცა გზადაგზა შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ისეთი გუნდებიც დავამარცხოთ, გრანდებს რომ მიეკუთვნებიან.

ჩვენ უნდა გვყავდეს საშუალოევროპული დონის გუნდი, რომელიც მუდამ უნდა ესწრაფვოდეს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე მონაწილეობას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძეს და ვიმედოვნებ, რომ მის ხელში გუნდი მომავალში წარმატებით ითამაშებს.

ასევე იხილეთ:
საქართველო-მალტა 2:0 - შემდგარი დებიუტი, ჯაბა, ვაკო და ყენია! [VIDEO+PHOTO]

საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
მალტა დავჩაგრეთ??? :)))))))))
ან იდოტები ხართ ან კიდე რეგვენები.(მე ვფიქრობ, რომ ორივე ერთად)
მალტას მოუგეთ კვირკველიას შემთხვევით ხელზე მოხვედრილი ბურთის წყალობით თორემ დაჩაგრულები ჩვენ ვიყავით მთელი 2 ტაიმის მანძილზე!
პ.ს მალტასთან მოგებით, მწვრთნელი კიდე არ უნდა ხტუნავდეს!!!
rez-inas
15:13 06-04-2015
0
ნაკრებმა ითამაშა ისე, როგორც უნდა ეთამაშა ამ ეტაპზე..მეტი არ შეუძლია, ფაქტია...რაგაცის მცდელობა აშკარად იყო...მაგრამ თვალში ნაცარის შეყრაა საუბარი თითქოს მალტა დავჩაგრეთ..
კახა
15:22 06-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული