ვინ არის როლანდ გიგოლაევი, ვისი აყვანაც კახა ცხადაძეს საქართველოს ნაკრებში სურს

AutoSharing Option
ახლახან,  გაზეთ "ჩვენ თამაშთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ შემდეგი განაცხადა:

"მაინტერესებს როლანდ გიგოლაევი, რომელიც პოლონეთის უმაღლეს ლიგაში, ხოჟუვის "რუხში" თამაშობს. ის თბილისშია დაბადებული და საქართველოს სახელით თამაშზე თანახმაა. ცაციაა და მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მუდმივი პრაქტიკა აქვს".

25 წლის როლანდ გიგოლაევი "რუხის" მარცხენა მცველი ან ნახევარმცველია. მან ამ სეზონში 20 თამაშში 2 გოლი გაიტანა პოლონურ ექსტრაკლასაში. სხვათა შორის, მას ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. გიგოლაევი რუსეთის მოქალაქეა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.

2010 წელს ის ისე გახდა რუსეთის ჩემპიონი, "ზენიტის" რიგებში
მხოლოდ ირიცხებოდა და არ უთამაშია. შემდეგ თამაშობდა ვლადიკავკაზის "ალანიაში" და სანკტ-პეტერბურგის "დინამოში". მეორე სეზონია, ის "რუხშია".

პოლონური პრესის ცნობით, გიგოლაევი "რუხისთვის" შეტევაში უფრო ნაყოფიერია, ვიდრე დაცვაში.

გიგოლაევი თბილისში დაიბადა და ფეხბურთის თამაში 12 წლის ასაკში უკვე ვლადიკავკაზის "იუნოსტში" დაიწყო. 2007-დან 2010 წლამდე მან "ზენიტის" დუბლებში 70 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნუ ჭორაობთ აქ რა , კაცი ეძებს გამოსავალს და ეს დასაფასებელია მხოლოდ . ,,მესხი ,უფროსი,უნცროსი ..."( ეს სხვათა შორის ესე იწერება : მესხი უფროსი , უმცროსი ,..) არც პოლონეთს ყავს , არც ირლანდიას და ა.შ , მაგრამ თამაშობენ შემტევ ფეხბურთს. ზოგადად , შემტევები გვაკლია და კაცი ეძებს , რაა აქ დასაცინი და გასაკიცხი ?
zaza
14:45 11-05-2015
0
შენ მართლა მეცოდები კახა
ZUKA
09:46 03-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული