კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა კახა ცხადაძის ზარის მოლოდინში

AutoSharing Option
კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე პრობლემურ პოზიციაზე მოთამაშეებს რომ ეძებს, არახალია.

მისი თქმით, კონკურენციის გაზრდა განსაკუთრებით საყრდენი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე სურს.

ამის გამო ცხადაძე ნაკრებში რამდენიმე კანდიდატს აკვირდება. ერთ-ერთი მათგანია ეროვნულ გუნდში ნათამაშები კახა ალადაშვილი, რომელიც რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" ფეხბურთელია.

"მეც გავიგე, რომ ნაკრების გაფართოებულ სიაში ვარ, მაგრამ სანამ მიწვეულთა გვარებს ოფიციალურად არ გამოაცხადებენ, მანამდე ნაკრებში ჩემ დაბრუნებაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. თუმცა, ცხადაძემ ჩემ მიმართ ინტერესი საჯაროდ
რომ გამოხატა, ძალიან მახარებს. არავინ თქვას, რომ ნაკრებში მოხვედრა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ყოველთვის ყველაზე მეტად სასიხარულოა თითოეული ფეხბურთელისთვის. თუ ცხადაძე უკრაინა-პოლონეთთან შეხვედრებისთვის მართლა გამომიძახებს, ბედნიერი ადამიანი ვიქნები", - ამბობს 32 წლის ალადაშვილი.

თურმე, ასევე ფიქრობს გოგიტა გოგუაც (32 წლის), რომელიც ალადაშვილის თანაგუნდელია:

"როცა გოგუამ შეიტყო, რომ შესაძლოა, ნაკრებში დააბრუნონ, ვერ წარმოიდგენთ, ისეთი სტიმული გაუჩნდა. მანამდეც გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებით კარგ ფორმაშია და იმედოვნებს, რომ სანაკრებო სიაში მოხვდება".

32-ე ტურში ალადაშვილმა კრასნოიარსკის "ენისეისთან" შეხვედრაში ანგარიში საჯარიმო დარტყმით გახსნა და გუნდის წარმატებას დაუდო სათავე:

"ბოლო თამაშებში კარგ ფორმაში შევედი. "ენისეისთან" გოლი ჩემთვისაც ბევრს ნიშნავდა და გუნდისთვისაც. ეს შეხვედრა რომ წაგვეგო, პირველი ლიგიდანაც ვვარდებოდით. ახლა "კრილია სოვეტოვთან" და ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგიასთან" შეხვედრა დაგვრჩა და იმედია, უმაღლესში ადგილს შევინარჩუნებთ".

ამ მატჩის შემდეგ რუსულმა ინტერნეტგამოცემა "ვანდივიზიონმა" ალადაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. აქვე ვიტყვით, რომ სიმბოლურში "ტომის" თავდამსხმელი ანზორ სანაიაც მოხვდა, რომელმაც ასტრახანის "ვოლგართან" შეხვედრაში ანგარიში (2:2) გაათანაბრა.

"ალადაშვილი ტექნიკური ფეხბურთელია და კარგად დაყენებული დარტყმა აქვს. მისი საჯარიმოები მეტოქისთვის ყოველთვის სახიფათოა. ამ ტურშიც გაიტანა, მისმა გუნდმა კი საკუთარი ძალების ირწმუნა და სასურველ შედეგსაც მიაღწია", - წერს გამოცემა.

ალადაშვილს მაისის ბოლოს "სკა ენერგიასთან" კონტრაქტი უმთავრდება, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ არ იცის:

"ჯერ გაურკვევლობაში ვარ. ხაბაროვსკელები კონტრაქტის გახანგრძლივებას მთავაზობენ. ამას გარდა, რუსეთის პირველი ლიგის კიდევ ორ გუნდში თამაშს მთავაზობენ, რომლებიც ცენტრალურ რეგიონს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ხაბაროვსკში ცხოვრება ძნელია, მაგრამ თუ "სკა ენერგია" კარგ პირობებს შემომთავაზებს და მომდევნო სეზონისთვის გაძლიერდება, დარჩენა მიჯობს - გუნდს და გარემოს კარგად ვიცნობ და რაც უნდა გიკვირდეთ, შორეულ აღმოსავლეთსა და ხანგრძლივ გადაფრენებსაც შევეგუე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
"ბოლო თამაშებში კარგ ფორმაში შევედი. "ენისეისთან" გოლი ჩემთვისაც ბევრს ნიშნავდა და გუნდისთვისაც. ეს შეხვედრა რომ წაგვეგო, პირველი ლიგიდანაც ვვარდებოდით. ახლა "კრილია სოვეტოვთან" და ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგიასთან" შეხვედრა დაგვრჩა და იმედია, უმაღლესში ადგილს შევინარჩუნებთ".ავტორ ვერ გავიგე ტუ პირველი ლიგიდანაც ვარდებოდა და ეხლა ტუ ერტსაც მოიგებენ უმგლესში ადგილს ინარცუნებეენ ეს როგორ?
0
ღმერთმა ქნას გამოადგეს ეს ფეხბურთელები ნაკრებს, რაზეა საუბარი, მაგრამ........
koki
14:58 21-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული