ფიფას ახალ რეიტინგში უკვე ტაჯიკეთიც კი წამოგვეწია

AutoSharing Option
4 ივნისს "ფიფა/კოკა კოლას" ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს იგივე პოზიცია უკავია, რაც წინა თვის რეიტინგში - 139-ე.

კახა ცხადაძის გუნდისთვის ეს პოზიცია ეროვნული ნაკრების ისტორიაში ანტირეკორდის გამეორებაა, თუმცა მაისში ჩვენს გუნდს არ უთამაშია. ივნისში კი უკრაინასთან ამხანაგური თამაშით და პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩით სიტუაციის გამოსწორების შანსი გვაქვს.

სხვათა შორის, ქულები საქართველოს ნაკრებს, წინა თვესთან შედარებით, საკმაოდ დააკლდა - 197,19 ბალიდან 173,21 ბალამდე. თუმცა საქართველოს ნაკრები მეტად აღარ დაშვებულა რეიტინგში. ჩვენ წინ 180 ქულით ახალი ზელანდიის გუნდია, ჩვენ შემდეგ
კი 173,16-ით ტაჯიკეთი მოდის.

გვისწრებენ ისეთი "საფეხბურთო" ქვეყნები, როგორებიც სენტ ლუსია, ბარბადოსი, ბურუნდი, ტანზანია, ბერმუდის კუნძულები, ლესოტო და სხვებია.

სრული კატასტროფაა ევროპაში - მხოლოდ სამ ქვეყანასღა ვუსწრებთ: მალტას, სან მარინოს და ანდორას. ჩვენ წინ არიან: ფარერები, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი...

მოწინავე ათეულში ერთი ცვლილებაა - ბელგიის ნაკრები მეორე ადგილზე გადავიდა, ისტორიაში პირველად.

ტოპ-10
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ისეთი "საფეხბურთო"ქვეყნები-სიტყვა საფეხბურთო,რატომ ჩასვი ბრჭყალებში?!
ავტორს ნიკოლოზ ნეფარიძეს!
16:45 04-06-2015
0
შეიდზლება არ გვყავს იდეალური ნაკრები მაგრამ ისეთი მაინცაა ფარერებს და ლუხემბურქს რომ მოუგოს თავისუფლად..
zura
16:54 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული