ნაკრები: პაპუნაშვილი ადგილზეა, ვაწაძე - გზაში, გუნდშია გელაშვილიც [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შეკრებას აგრძელებს. კახა ცხადაძის შეგირდები ავსტრიის დაბა ვინდისგარშტენში არიან დაბანაკებულნი.

ეროვნულ გუნდს შეუერთდნენ არნემის "ვიტესის" მცველი გურამ კაშია და თურქული "ქასიმფაშას" უკანახაზელი ლაშა დვალი.

გუნდში მატებაა - ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში უხმო გიორგი პაპუნაშვილს, ვინც სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთან კარგად ითამაშა და გოლიც მიითვალა.

მოულოდნელად, ნაკრებში გამოჩნდა ნიკოლოზ გელაშვილიც, რომელიც, ჯერჯერობით, ალბანურ "ფლამურტარიში" ირიცხება, თუმცა კარგა ხანია, ამ გუნდში არ უთამაშია. ის სანაკრებო სიაშიც არ არის. როგორც ჩანს, ცხადაძემ გელაშვილს ნაკრებთან ერთად ვარჯიშისა და ფორმის აღდგენის საშუალება
მისცა.

ეროვნულ გუნდს სულ მალე შეუერთდება დანიური "ორჰუსის" შემტევი მათე ვაწაძე, რის შემდეგაც "ჯვაროსნები" სრული შემადგენლობით ივარჯიშებენ. 4 ივნისს ცხადაძემ შეგირდები ორჯერ დატვირთა, დღეს კი ერთი ვარჯიში იგეგმება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ეროვნულ გუნდში კარგა ხნის შემდეგ დაბრუნებული გოგიტა გოგუასა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარები.

"სასიხარულოა ჩემთვის, რომ ოთხი წლის შემდეგ დავუბრუნდი ნაკრებს. გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ", - ამბობს გოგუა.

"სამწუხაროდ, არის პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. მე ყველა ეს ფეხბურთელი მჭირდება იმისთვის, რომ სრულფასოვანი ვარჯიშები ჩავატარო. თამაშის დრო რომ მოვა, მოედანზე გავლენ ისინი, ვინც უკეთეს ფუნქციონალურ მზადყოფნაში იქნება", - ეს კი ცხადაძის სიტყვებია.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, ამხანაგურ მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება (ლინცში), 13 ივნისს კი ვარშავაში ევროშესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს პოლონეთთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან გთხოვთ წვერი გაპარსეთ ფეხბურთლებს, ლაბერსექსუალობას ჯობია ფეხბურთზე იფიქრონ ამდენი გაბურძგნილი და მოუწესრიგებელი ადამიანის ხროვა რა უბედურებაა, ეხლა დაიწყებენ რომ ძველმოდური ვარ მაგრამ ხალხო არცერთ ევროპის და მსოფლიო გუნდში არ თამაშობს ამდენი ბანჯგვლიანი ფეხბურთელი. P.S თუ თამშის წაგებას გვისამძიმრებენ ეგ სხვააა, მჭედლიძე, ჭანტურია, ოქრიაშვილი, და სხვების საყურადღებოდ შეხედეთ ვინც ფეხბურთს თამაშობს მსოფლიოში მასეთი გაბურძღნულიააა
mamuka
12:49 05-06-2015
0
მამუკა თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელს წვერი ექნება თუ არა ?
odsgjds
13:33 05-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული