საქართველოს ნაკრები ავსტრიაში უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
9 ივნისს ავსტრიულ ლინცში საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ითამაშა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 57-ე წუთზე უკრაინის ნაკრები მოულოდნელად და მეტად კურიოზული გოლით დაწინაურდა: ლაშა დვალმა მეკარეს ბურთი დაუბრუნა, თუმცა მას გიორგი ლორია ვერ შესწვდა, ბურთი ძელს მოხვდა და ყველას არტიომ კრავეცმა დაასწრო, რომელმაც ალბათ, კარიერაში ყველაზე იოლი გოლი გაიტანა.

67-ე წუთზე მარჯვნიდან ჩამოწოდებულს დაუმუშავებლად დაუხვედრა ფეხი იევჰენ კონოპლიანკამ და ანგარიში 0:2 გახდა.

81-ე წუთზე ქართველთა იერიშებმა შედეგი
გამოიღო, ლევან ყენიას საგოლე პასით მათე ვაწაძემ ისარგებლა და თავურით ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 1:2.

თამაშის დასრულებამდე კახა ცხადაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

13 ივნისს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს ვარშავაში, პოლონეთის ნაკრებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყენიაც იყო კარგი
bacho
11 ივნისი 2015 01:14
0
იევჰენი აღარასდროს დაწეროთ მაგ კაცს ევგენი ჰქვია!!!!!!!!!!!!!!
გენო
10 ივნისი 2015 13:33
0
დაცვაში ზერიოზული შეცდომებია შეიძლება ითქვას კატასტროფაა. დანარჩენს არაუშავდა.
ყაზაიშვილი, ჭანტურია, ვაწაძე, კობახიძე კარგები იყვნენ.
Mamuka
10 ივნისი 2015 10:38
0
"არა შეჯდა მწყერი ხესა..."
მანჩო
10 ივნისი 2015 10:31
0
კარგია ნაკრებმა ბოლოს და ბოლოს ანტიფეხბურთის თამაშს თავი, რომ დაანება, მაგრამ ფეხბურთსაც ვერ თამაშობს იმ დონეზე ჩვენ, რომ მოგვწონს, მაგრამ რას ვიზამთ, არ გვყავს კლასის მქონე ფეხბურთელები და ეს მწვრთნელის ბრალი არ არის, მაგრამ არც ის არის კარგი საქციელი ყველაზე სუსტი მოთამაშე (შვილი) სასტარტოში დააყენო და მასზე აშკარად ძლიერი(ვაწაძე, ჭანტურია)რეზერვში დატოვო.
555
10 ივნისი 2015 09:54
0
ისევ ბავშვური შეცდომები.ლობჟანიძე სუსტია.მაგის ფლანგი არ არსსებობდა,1 გოლი სამარცხვინოა,მაგათი ადგილი ნაკრებში არ არის.
Giorgi
10 ივნისი 2015 09:51
0
ისევ უიმედობა , სამწუხაროა რომ ასეტი ცხვრები არიან. მტელი პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის ნახევარი კარში 1-2 დაარყეს, და ეგ გონიათ თამაში. ასეთი თამაშით პოლონეთი გადაგვივლის და გადმოგვივლის
hikk
10 ივნისი 2015 09:17
0
კარგად ვითამაშეთ წაგებას არ ვიმსახურებდით.
გიო
10 ივნისი 2015 07:53
0
კარგად ვითამაშეთ წაგებას არ ვიმსახურებდით.
გიო
10 ივნისი 2015 07:46
0
ეხლა პოლონეთში ცააგებენ და უხადოთ მადლობა კახას და ბიჩებს ვაი მართლა ჩვენ პატრონს რა დროა ცაგებაში მადლობებს ვიხდით
VAJA
10 ივნისი 2015 07:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული