კახა ცხადაძე: პროგრესი აშკარად არის, მეტი სითამამეა საჭირო

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი
საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ კახა ცხადაძის კომენტარი მოგვაწოდა.

9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.


"თამაშის წინ რამდენიმე ამოცანა იყო. პირველი - სწორი თამაში, დაცვის ფუნქციების შესრულება; შემდეგ ბურთის ართმევა და შეტევის წამოწყება.

პირველ ტაიმში ყველაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ, დასკვნით მომენტში ცოტა მეტი სითამამე იყო საჭირო - დარტყმაში, ბოლო გადაცემაში... ეს პრობლემები იყო პირველ ნახევარში, მეორე ტაიმში კი შევცვალეთ რაღაცები.

კმაყოფილი ვიყავი, უბრალოდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში მომატება გვჭირდებოდა...

მაგრამ მთავარია, არის აშკარა პროგრესი იმ თამაშებთან შედარებით, რაც იყო მალტასა და გერმანიასთან.

თუ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, ჩამოვაყალიბებთ ისეთ გუნდს, რომელიც შემდეგ შესარჩევში იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
პოლონეთთან ჩემი შემადგენლობა ასეთი იქნებოდა:
მეკარე - რევიშვილი,
დაცვა - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი,
ნახევარდაცვა - კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი,
თავდასხმა - ჭანტურია, ვაწაძე.
მ.
13:00 11-06-2015
0
ლორია ძალიან თავდაჯერებულად თამაშობდა ფეხებით,ერთხელ" გაუმართლა" ,მეორედ დაისაჯა და გუნდიც დასაჯა.ვერაა სანაკრებო დონის. იმათგან ვინც გაგვაჩნია რევიშვილი უფრო კარგია,თუმცა ზოგჯერ ისი "ვარდება ფანიკაში".ნავალოვსკი ძიძგილაობს უადგილოდ ზოგჯერ,კაშია უხეშობს,როცა საჭირო არაა მაშინ,ამით გუნდს ავნებენ,"სწორ ადგილზე".მეორე ნახევარში ფიზიკური მომზადება მოიკოჭლებს ,დაცვა "დაიღალა"ფიზიკურად,ჯერ ლობჟანიძე "მოჯდა"და შეცდომები დაეწყო,მერე დვალი "დადგა",კაშია,ამისულაშვილი სალუქვაძე Dღევანდელობის კვალობაზე კარგებია თუკი კალაძისნაირ და ხიზანიშვილის ნაირ შეცდომებს არ დაუშვენ,სწორედ იმ "რამოდენიმე წუთში",როცა ყველა თამაშIს ბედი წყდება,მომავალ გეიმებში.გუშინ კი ,ძალიან ხშირად,უაზროდ აწვდიდენ ბურთს მეკარეს წამდაუწუმ,მეკარეები კი ყოველთვის,ყველა გუნდში, ფეხით თამაშით სუსტებია,და არა და არა ხან აუტში გზავნიან ,ხან ლორიას რომ დაემართა უაზრო გოლი "მოაქვთ" საკუთარ კარში.საერთოდ მეკარე,როგოღც მეთერთმეტე ფეხბურთელი უფრო იშვიათად უნდა გამოიყენებოდეს,მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას,და მე ამ ელემენტის გამოყენების გუნდის მიერ ბურთის ფლობის გაგრძელებისა ნებისმიერი შეტევის წამოწYებისას,წინააღმდეგი ვარ ,მეკარის მიერ "ხშირ" ფეხით თამაშს ბევრი "იაღლოში"მოაქვს ნებისმიერი გუნდისათვის.ჯანოს ,უფრო მეტადდ უნდა შეეტია,გამთამაშებელი კარგია მაგრამ,უფრო მწვავე შემტევია,ძლიერი თავდამსხმელი არ გვყავს,არც ტარანული ყაიდის არც ტექნიკური დრიბლინგიორი, საჩქაროდ გვესაჭიროება რონალდოს და მესის "ნახევარი დონის" მაინც ისე გუნდი სწორ გზაზეა-მეტი თავდადება ესაჭიროება გუნდს,ყველა თამაშში,ამხანაგურშიც და ოფიციალურშიც,მარტო "ტატუები" და თანამედროვე ვარცხნილობები და "ფონტები" ყაზეიშვილებს და ჭანტურიებს,ყენიებს, ბევრს ვერას არგებთ,თუ კი კარგი ანაზღაურება სურთ,დიდ ფეხბურთში,ექსტრემალურ დროს "ჭაკობენ".ყველა თამაშის ბედი კი რამოდენიმე წუთში წყდება და სწორედ ამ დროს ვლინდება გუნდის კლასის დონე.მეტი თავდადებაა საჭირო рოლსკასთან თამაშისას-თავგანწირვა და ტვინის "ჩართვა".თუ მუშტად შევიკარით,იმ ძალებით რაც გვაქვს,ყველაფერიც გამოგვივა....
sebastian chabal .France
10:54 10-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული