შეხვედრა 13 ივნისს, ვარშავაში გაიმართება. ამ გუნდებმა თბილისში ნოემბერში ითამაშეს და პოლონეთის ნაკრებმა თემურ ქეცბაიას გუნდი 4:0 დაამარცხა.
უფრო ადრე ეს გუნდები 2011 წლის აგვისტოში ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ პოლონეთმა 1:0 იმარჯვა.
დღეს პოლონეთი D ჯგუფის ლიდერია 11 ქულით და თითო ქულით უსწრებს მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასა და შოტლანდიას. საქართველოს ნაკრები მეხუთეა 3 ქულით (1 მატჩი
Bet365-ის აზრით, ყველაზე სავარაუდო ანგარიშია 1:0 პოლონეთის სასარგებლოდ (4/1-ზე). ხოლო William Hill-ის აზრით, ყველაზე სავარაუდო 2:0-ია ისევ პოლონეთის სასარგებლოდ (9/2-ზე).
სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი: ფაბიანსკი, ბლაშჩიკოვასკი, შუკალა, გლიკი, ვავჟინიაკი, პეშკო, ბლონბოუ, იოდლოვიეცი, რიბუსი, მილიკი, ლევანდოვსკი.
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, დვალი, ოქრიაშვილი, კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი, ცხადაძე.
ამასობაში უეფამ მომავალი მატჩის მსაჯები დანიშნა. შეხვედრას ბელორუსი ალექსეი კულბაკოვი გაუძღვება.