პოლონეთი-საქართველოს სავარაუდო შემადგენლობები და ფსონები

AutoSharing Option
onlinecasinoarchives.com-მა გამოაქვეყნა პოლონეთი-საქართველოს ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩის წინათქმა.

შეხვედრა 13 ივნისს, ვარშავაში გაიმართება. ამ გუნდებმა თბილისში ნოემბერში ითამაშეს და პოლონეთის ნაკრებმა თემურ ქეცბაიას გუნდი 4:0 დაამარცხა.


უფრო ადრე ეს გუნდები 2011 წლის აგვისტოში ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ პოლონეთმა 1:0 იმარჯვა.

დღეს პოლონეთი D ჯგუფის ლიდერია 11 ქულით და თითო ქულით უსწრებს მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასა და შოტლანდიას. საქართველოს ნაკრები მეხუთეა 3 ქულით (1 მატჩი
მოიგო და 4 დათმო). ეს გუნდი 5 ქულით ჩამორჩება ირლანდიას.

Bet365-ის აზრით, ყველაზე სავარაუდო ანგარიშია 1:0 პოლონეთის სასარგებლოდ (4/1-ზე). ხოლო William Hill-ის აზრით, ყველაზე სავარაუდო 2:0-ია ისევ პოლონეთის სასარგებლოდ (9/2-ზე).

სავარაუდო შემადგენლობები
პოლონეთი: ფაბიანსკი, ბლაშჩიკოვასკი, შუკალა, გლიკი, ვავჟინიაკი, პეშკო, ბლონბოუ, იოდლოვიეცი, რიბუსი, მილიკი, ლევანდოვსკი.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, დვალი, ოქრიაშვილი, კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი, ცხადაძე.

ამასობაში უეფამ მომავალი მატჩის მსაჯები დანიშნა. შეხვედრას ბელორუსი ალექსეი კულბაკოვი გაუძღვება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რევიშვილი, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, დვალი, ოქრიაშვილი, კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი, ვაწაძე
Mamuka
17:30 11-06-2015
0
ცხადაძე ჯერ არ არის მზად ძირითადისთვის. ვაწაძე ან ჭანტურია ათამაშეთ...
Mamuka
17:49 11-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული