თქვენ სულ სხვანაირ საქართველოს ნაკრებს ნახავთ! - კახა ცხადაძე Herald Scotland-ს

AutoSharing Option
Herald Scotland-მა გამოაქვეყნა კახა ცხადაძის კომენტარი პოლონეთის ნაკრებთან 13 ივნისის მატჩის წინ.

"ჩემი აზრით, უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩვენ ვპროგრესირებთ თამაშიდან თამაშამდე.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი პოლონეთთან მატჩში. ახლა გუნდი განსხვავებული სისტემით თამაშობს, ვიდრე ეს შესარჩევი ციკლის დასაწყისში იყო. თქვენ სულ სხვანაირ საქართველოს ნაკრებს ნახავთ. ჩვენ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს და ბევრი რამ შევცვალეთ.

ჩვენ ვეღარ შევძლებთ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას, მაგრამ დარჩენილ თამაშებს გუნდის შენებისთვის გამოვიყენებთ, რომ მსოფლიოს შესარჩევ ციკლს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ",
- მოჰყავს ცხადაძის სიტყვები Herald Scotland-ს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიის ნაკრები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯობია ნაკრებზე ჯერჯერობით საერთოდ აგარ დაწეროთ და არ გააშუქოთ, ჯერ რომელიმე თამაში მოიგონ და მერე კიბატონო. თქვენც დაისვენებთ და ჩვენც დაგვასვებთ;)
vato
14:06 13-06-2015
0
Ra shuashia shotlandia polonettan,I media am jurnalistsac at miakoleben cnobiladzes
mamuka
08:01 13-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული