თქვენ სულ სხვანაირ საქართველოს ნაკრებს ნახავთ! - კახა ცხადაძე Herald Scotland-ს

AutoSharing Option
Herald Scotland-მა გამოაქვეყნა კახა ცხადაძის კომენტარი პოლონეთის ნაკრებთან 13 ივნისის მატჩის წინ.

"ჩემი აზრით, უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩვენ ვპროგრესირებთ თამაშიდან თამაშამდე.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი პოლონეთთან მატჩში. ახლა გუნდი განსხვავებული სისტემით თამაშობს, ვიდრე ეს შესარჩევი ციკლის დასაწყისში იყო. თქვენ სულ სხვანაირ საქართველოს ნაკრებს ნახავთ. ჩვენ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვყავს და ბევრი რამ შევცვალეთ.

ჩვენ ვეღარ შევძლებთ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას, მაგრამ დარჩენილ თამაშებს გუნდის შენებისთვის გამოვიყენებთ, რომ მსოფლიოს შესარჩევ ციკლს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ",
- მოჰყავს ცხადაძის სიტყვები Herald Scotland-ს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიის ნაკრები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯობია ნაკრებზე ჯერჯერობით საერთოდ აგარ დაწეროთ და არ გააშუქოთ, ჯერ რომელიმე თამაში მოიგონ და მერე კიბატონო. თქვენც დაისვენებთ და ჩვენც დაგვასვებთ;)
vato
13 ივნისი 2015 14:06
0
Ra shuashia shotlandia polonettan,I media am jurnalistsac at miakoleben cnobiladzes
mamuka
13 ივნისი 2015 08:01
0
მთავარია რომ ეს სხვანაირი საქართველოს ნაკრები იყოს უკეთესი და წარმატებული კარგია იმედიანი სიტყვები მაგრამ უშუალოდ მინდორზე გამოჩნდება ყველაფერი გისურვებთ წარმატებას
ემზარი
12 ივნისი 2015 17:23
0
მარტო შეცდომები? უაზროდ მოთამაშე უკრაინასთან ვერაფერი ქნეს.
dastur
12 ივნისი 2015 17:10
0
ისეთი შეცდომების გამო, წაგების გარდა სხვა რამესაც იმსახურებდი...
სახელი
12 ივნისი 2015 16:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული