კახა ცხადაძისა და გურამ კაშიას პრესკონფერენცია პოლონეთთან მატჩის წინ

AutoSharing Option
13 ივნისს, ვარშავის "ნაროდოვიზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში D ჯგუფის ლიდერს, პოლონეთის მთავარ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.


ვარშავაში, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და გურამ კაშიამ ისაუბრეს.

"პოლონეთთან პირველი თამაშის შემდეგ გუნდში ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა, იცვლება თამაშის სტილიც. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც ვიმუშავეთ ავსტრიაში, ის მაქსიმალურად ვაჩვენოთ. წინა თამაშის შედეგი ნამდვილად არ ასახავდა რეალურ
სურათს.

პოლონეთის ნაკრებში ნამდვილად არის ერთი გამორჩეული მოთამაშე ლევანდოვსკის სახით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი ფეხბურთელი ყოველთვის ვერ მოიგებს, რადგანაც ფეხბურთი გუნდური თამაშია და შედეგიც ხშირ შემთხვევაში ამაზეა დამოკიდებული.

სამწუხაროა, რომ ამ თამაშს ჯაბა კანკავა გამოტოვებს. ასევე დაგვაკლდება ლევან მჭედლიძეც, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ავსტრიაში, მაგრამ ტრავმის გამო ის დღეს ვარშავაში ვერ გამოგვყვა.

ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაშს მაღალ დონეზე შევხვდეთ, დავალაგოთ ჩვენი თამაში და უკვე მომავალ შესარჩევში ნამდვილი ბრძოლა გავმართოთ, ჯგუფში სასურველი ადგილის დასაკავებლად.

ავსტრიაში გუნდმა კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, უკრაინასთან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს პროგრესი და მთავარია, რომ ამ მიმართულებით სტაბილურად განვაგრძოთ მუშაობა.

უკრაინასთან იყო საგოლე მომენტები, თუმცა ჩვენ რეალიზაციის პრობლემა გვქონდა და იმედია რომ უახლოეს შეხვედრებში ეს გამოსწორდება", - თქვა ცხადაძემ.

"ძალიან მცირე შანსია, რომ პლეი ოფში მოვხვდეთ. გუნდში სიახლეებია, ახალი სამწვრთნელო შტაბია და ბოლო მატჩებში ვცდილობთ, ახალ სისტემას მივეჩვიოთ. გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები და მათთვის ასეთი დონის გუნდებთან თამაში მომავლისთვის ნამდვილად დიდი გამოცდილება იქნება", - აღნიშნა გურამ კაშიამ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
არ მინდა გული წინასწარ დაგწყვიტოთ, მაგრამ პოლონეთთან ფრეც კი თითქმის დაუჯერებელია. პოლონეთის ნაკრები თამაშობს ბრწყინვალედ და საწყენია, რომ დღეს მაინცა და მაინც მას ვხდებით. უნდა ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი და ვიყოთ რეალისტები. მთავარია, თუნდაც მიზერული, მაგრამ ყოველდღიური წინსვლა.
zurab
16:14 13-06-2015
0
მოგებას არავინ ითხოვს გულიანად ითამაშონ და ეგაა,,,ისე არა გოლებს რო ვეგარ ითვლიდნენ თბილისში...
qartveli
16:31 13-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული