"რა თქმა უნდა, მარცხი განაპირობა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ. შევეცდები, თანმიმდევრულად ვისაუბრო იმ გარემოებებზე, რამაც გამოიწვია ეს შედეგი.
პირველი და უმთავრესი, ჩემი აზრით, არის საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველების სუსტი თამაში. გამოჩნდა, რომ 3 მცველით მატჩის ჩატარება ძალიან სარისკოა.
მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ბოლო 15 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს დაღლა დაეტყო. მე არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა. შესაძლოა, უკრაინასთან თამაშის შემდეგ გუნდმა ბოლომდე ვერ
მესამე მიზეზად დავასახელებდი იმას, რომ საქართველოს ნაკრების თავდასხმას ბურთი არ უჩერდებოდა. კი, შედარებით მობილური და კონტაქტური იყო ნახევარდაცვა, მაგრამ ამან არ იკმარა დაცვისა და თავდასხმის ასეთი გარჯის ფონზე.
მეოთხე ფაქტორი - ჩემი სუბიექტური აზრით, ესაა: უკრაინასთან მარცხმა მაინც ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოს ნაკრების თამაშზე. იქნებ, სჯობდეს, როცა პოლონეთის დარ მეტოქესთან უნდა დავიჭიროთ საქმე, მანამდე ცოტა სუსტ გუნდთან ჩავატაროთ სპარინგი...
მეხუთე ფაქტორი არის "ბოლო პასის" პრობლემა, რაც ფეხბურთის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ორ თამაშში ერთადერთი ნორმალური "ბოლო პასი" გაკეთდა და ისიც გოლით დაგვირგვინდა.
მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა მძაფრი კრიტიკის დრო არ არის. ერთ თვეში გუნდი არავის გაუკეთებია, ამას დრო სჭირდება", - გვითხრა გუგუშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://www.sportall.ge/…/79656-gia-tciabrishvili-qsaburthal…
კაცი ამბობს ფიზმომზადება ადვილიაო და იქნებ ეროვნულის სამწვრთნელო შტაბი დაინტერესდეს!!!!