მუნდიალი 2018: საქართველო VI კალათაში - ასე არასოდეს დავცემულვართ...

AutoSharing Option
25 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე კი რუსეთი პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს.

ევროშესარჩევ ციკლში მოვლენები ასე განვითარდება: 52 ნაკრები გადანაწილდება 9 ჯგუფში. შეიქმნება 7 ექვსგუნდიანი და 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი. გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 მეორეადგილოსანი კი ოთხ საპლეიოფო წყვილს შექმნის.

ევროპის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო პლეი ოფები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

კალათები 9 ივლისს
გამოქვეყნებული ფიფას რეიტინგის მიხედვით შედგება, თუმცა ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება - საქართველოს ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად, მეექვსე კალათაში იქნება.

ცვლილებები არც სხვა ნაკრებებს შეეხებათ.

ნაკრებები კალათების მიხედვით ასე არიან გადანაწილებულნი:

პირველი კალათა:
გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, ხორვატია;
მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია;
მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი;
მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი;
მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა;
მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეეე,შენ ძაან შორს ხარ ფეხბურთიდან!რაში ხარჯავენ ფულს და ფეხბურთის იფრასტრუქტურაში
levani
11:52 19-06-2015
0
შენ ფეხბურთში გეტყობა ვერ ერკვევი.რაში ხარჯავენ ფულს და ფეხბურთის ინფრასტრუქტურაში!შენნაირები რომ წერენ ამ უაზრო კომენტარებს ეგ არის უბედურება!კონკრეტულად დაუსვათ შეკითხვა სიჭინავას
levani
12:12 19-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული