შეგახსენებთ, რომ 2007 წელს, როცა ნეისმითი ნაკრებში კარიერას იწყებდა, კლაუს ტოპმიოლერის საქართველომ 2:0 მოუგო ალექს მაკლიშის შოტლანდიას და ევრო 2008-ზე არ გაუშვა.
იმ შეხვედრაში ნეისმითს არ უთამაშია. მას რამდენიმე თვით ადრე, ფარერებთან ჰქონდა დებიუტი ეროვნულ გუნდში, მაგრამ საქართველოში მაკლიშმა არ წაიყვანა, გამოუცდელი ხარო. ახლა ფეხბურთელი ხარობს, რომ შოტლანდიისთვის ავადგასახსენებელ
ახლა ნეისმითს ნაკრებში 38 კეპი დაუგროვდა, 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიას კვლავ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის, რომელიც შესაძლოა, კვლავ გადამწყვეტი გამოდგეს.
"ახლა ჩვენი გუნდი მენტალურად ძლიერია. ეს ჩვენ პოლონეთთან და ირლანდიასთან მატჩების ბოლოს კარგად ვაჩვენეთ. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მოვუმატეთ.
საქართველოსთან ძალიან სერიოზული მატჩი გველის, რომელსაც იოლად არ უნდა მივუდგეთ. ირლანდიელებს გაუმართლათ, რომ ორი გოლი გაიტანეს, ამიტომ ჩვენ ბრძოლა გველის.
"აიბროქსზე" მათ 1:0 მოვუგეთ, მაგრამ ანგარიშის მიუხედავად, ეს იყო კომფორტული გამარჯვება. მაგრამ თბილისში არავინ არაფერს გვაჩუქებს. მეტოქის შეუფასებლობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, 8 წლის წინ რომ დაგვღუპა", - განაცხადა ნეისმითმა.
2007 წელს საქართველოს ნაკრებმა ლევან მჭედლიძის და დავით სირაძის გოლებით 2:0 მოუგო შოტლანდიის ნაკრებს.