ცხადაძის დროული ნაბიჯი - ერთიანი სანაკრებო სქემა და შანსი ყველასთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უახლოეს მომავალში (სავარაუდოდ, 30 ივნისს) ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს შეხვდება.

ამ შეხვედრისას ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაისმება - საქართველოს ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა უნდა გამოიყენოს ის 2-3 ტაქტიკური სქემა, რომელსაც ეროვნული გუნდი იყენებს ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩებისას.

ამაში უცნაური არაფერია - ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეა აწყობილი საფეხბურთო პირამიდა.

არის კიდევ ერთი სიახლე - ცხადაძე აპირებს, კვირაში ერთხელ შეკრიბოს და ავარჯიშოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გამორჩეული ფეხბურთელები. ესეც, ვფიქრობთ, უდავოდ მისასალმებელი ფაქტია.

ეროვნული გუნდის თავკაცს
უნდა, რომ ქვეყნის პირველ გუნდში კონკურენციამ მოიმატოს.

საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ - ეს აუცილებლად იქნება დიდი სტიმული ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელებისთვის.

გეხსომებათ, თავის დროზე, საქართველოს ნაკრების არგენტინელ მწვრთნელ ექტორ კუპერს ჰქონდა ეს ნოვაცია და ეს იყო ლამის ერთადერთი დადებითი რამ, რაც მისი ქართული მოღვაწეობიდან გვახსოვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ოღონდ აღარ დაჯდე თუ ძმა ხარ.
0
ფაქტია,რომ რაღაც ძვრები აუცილებლად გასაკეთებელია.მივესალმები კახას ამ ახალ იდეებს.რა თქმა უნდა როდესღაც ყველაფერი ისევ ნულიდან უნდა დაიწყოს და კარგი იქნება,თუ ეს მალევე დაიწყება.
Zaza
13:44 29-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული