სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი: ეს­ტო­ნე­თთან სპარინგი რე­ა­ლუ­რია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნთან - სა­ნა­ხევ­როდ

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს ამ წლის ბო­ლომ­დე ოთხი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი დარ­ჩა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი: 4 სექ­ტემ­ბერს - შოტ­ლან­დი­ას­თან (თბი­ლის­ში), 7 სექ­ტემ­ბერს - ირ­ლან­დი­ას­თან (დუბ­ლინ­ში), 8 ოქ­ტომ­ბერს - გიბ­რალ­ტარ­თან (თბი­ლის­ში) და 11 ოქ­ტომ­ბერს - გერ­მა­ნი­ას­თან (ლა­იფ­ციგ­ში).

ამას გარ­და, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ კა­ხა ცხა­და­ძის და­მოძღ­ვ­რილ­მა გუნ­დ­მა 2015 წლის ბო­ლომ­დე კი­დევ ორი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თოს - ამხანაგური მატჩები სტუმრად აზერბაიჯანთან და ესტონეთთან.

ძა­ლი­ან დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ნო­ემ­ბ­ე­რში სტუმ­რად ეს­ტო­ნე­თის ეროვ­ნულ გუნდს და­უ­პი­რის­პირ­დეს. წე­სი­თა და რი­გით, ამ სპა­რინგს ხე­ლი არა­ფერ­მა უნ­და შე­უ­შა­ლოს, მით უფ­რო,
რომ ეს ფი­ფას მი­ე­რა­ცაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი.

შვე­დი სპე­ცი­ა­ლის­ტის, მაგ­ნუს პერ­სო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მო­ას­პა­რე­ზე ეს­ტო­ნე­თის ნაკ­რე­ბი დღეს­დღე­ო­ბით ფი­ფას რე­ი­ტინ­გ­ში 91-ეა (ჩვენ 139-ე) და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის ექვს მატ­ჩ­ში 7 ქუ­ლის მოგ­რო­ვე­ბაც მო­ა­ხერ­ხა.

ისე, აქამ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ეს­ტო­ნე­თის ნაკ­რე­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ში ერ­თმა­ნეთს არას­დ­როს და­პი­რის­პი­რე­ბი­ან, ამ­ხა­ნა­გურ მატ­ჩებ­ში კი მცი­რე უპი­რა­ტე­სო­ბა ჩვენს მხა­რე­საა: 4 მატ­ჩი, 2 მო­გე­ბა, 1 ფრე, 1 წა­გე­ბა (ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა: 6-4).

ეს­ტო­ნე­ლებ­თან სპა­რინ­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლია; აი, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კი­დევ ერთ ამ­ხა­ნა­გურ მატჩს, ეს სა­კითხი ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბის სტა­დი­ა­შია. თუმ­ცა, იმის შან­სი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა აგ­ვის­ტო­შიც გა­მარ­თოს კი­დევ ერ­თი ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი, 50/50-ზეა. სა­ვა­რა­უ­დო მე­ტო­ქეც უკ­ვე ცნო­ბი­ლია - სტუმ­რად აზერ­ბა­ი­ჯან­თან, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით ფი­ფას რე­ი­ტინ­გ­ში 115-ე ად­გილ­ზეა.

ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბის ხორ­ვა­ტი თავ­კა­ცის, რო­ბერტ პრო­სი­ნეჩ­კის თან­ხ­მო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა ბო­ლო ორ ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში 4 ქუ­ლა მო­ი­პო­ვეს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, შე­საძ­ლოა, ის იყოს, რომ აგ­ვის­ტო­ში უცხო­ურ კლუ­ბებს ვე­რა­ვინ მოს­თხოვს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ნაკ­რე­ბებ­ში გაშ­ვე­ბას (ეს "ფი­ფას თვე" არ არის) და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მხრი­დან თან­ხ­მო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კა­ხა ცხა­და­ძე მე­ზობ­ლებ­თან სას­პა­რინ­გოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კლუ­ბე­ბის ნაკ­რებს გა­იყ­ვანს.

ისე, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რებ­ში ერ­თი-ორი ლე­გი­ო­ნე­რი თუა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც მე­ზობ­ლებს აწყენთ ჩვე­ნებ­თან ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯ­ვა.

ეს­ტო­ნე­ლე­ბი­სა არ იყოს, აქამ­დე არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რებ­თან ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი. სა­მა­გი­ე­როდ, ექ­ვ­ს­ჯერ და­ვუ­პი­რის­პირ­დით ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რებ­ში და ფაქ­ტობ­რივ თა­ნა­ფარ­დო­ბა­ში მხო­ლოდ ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა­ში ვჯობ­ნით: 6 მატ­ჩი, 2 მო­გე­ბა, 2 ფრე, 2 წა­გე­ბა, ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა: 8-6.

ასე და­ემ­თხ­ვა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს, თით­ქ­მის უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ექ­პე­რი­მენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით უწევ­და მო­ე­დან­ზე გა­მოს­ვ­ლა. ასე იყო 1992, 1993, 1998, 2001 და 2007 წლებ­ში გა­მარ­თულ მატ­ჩებ­ში და ასე იქ­ნე­ბა ახ­ლაც...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასე თუ გააგრძელებთ 153-ე ადგილიც სანატრელი გაგვიხდება!!!!

კახა ცხადაძე: "როდესაც ვიკითხე ყველაზე დიდი პრობლემა რა გვაქვს ყველას? გიორგი დევდარიანი იყო, ვასკა მაისურაძე იყო ყველანი, რომლებსაც აქვს პირდაპირი შეხება ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, მთავარი პრობლემა რაც არის, ეს არისო ფიზმომზადება, ხო? განათლებული ფიზმომზადების მწვრთნელები არ არსებობენ საქართველოში"!

როდესაც მდგომარეობის გამოსწორება არ გინდათ, ნუღარ წუწუნებათ მაინც!!!!

ფიზმომზადების მწვრთნელებზე ვიდრე დაილაპარაკებთ გულშემატკივარს გააგებინეთ, რომ ფედერაციაში მოტანილი მაქვს ფიზიკური კონდიციების სწრაფად მოსამატებელი პროექტი ნაკრების წევრებისათვის, მაგრამ არ კითხულობთ, რადგან მდგომარეობის გამოსწორება არ გაინტერესებთ.
გუჯა კახაძე
23:14 09-07-2015
0
იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ კაცით და მისი პროგრამით, რამდენი ხაინია უკვე ამას საუბრობს, ცისფერი მთები მახსენდება და გუჯა სოსოს როლში.
Irakli Apkhaidze
23:36 09-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული