კახა ცხადაძე: არის შანსი, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას

AutoSharing Option
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა. საქართველოს ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგში 153-ე ადგილზეა და წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა.

საქართველოს მეტოქეები იქნებიან მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნაკრების შანსებზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არცერთი გუნდი გრანდი არ არის, ოთხივესთან შეიძლება თამაში და არის შანსი, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას.

ფეხბურთის ფედერაციის
გენერალური მდივნის რეზო არველაძის თქმით კი, საქართველომ მინიმუმ მესამე ადგილზე მოსახვედრად უნდა იბრძოლოს.

წყარო: rustavi2.com

ასევე იხილეთ:
2018 წლის მუნდიალის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 12 /
შანსი გვაქვს, მარა გავა არა
შაკო
13:59 26-07-2015
0
ბატონო რევაზ. ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე მეოცნებე კაცმა ფედერაციის პრეზიდენტობაზე იფიქროს კი არა, საერთოდ სიახლოვეს აღარ უნდა გაეკაროს ფეხბურთს. მართალი ყოფილა ის ხალხი ვინც შენი ფეხბურთიდან ძალიან შორს მოცილებას ცდილობს. და საერთოდ ყველა პესიმისტმა და ბოღმიანმა ენა ჩაიგდოს მუცელში. თუ საქმიანის და კარგის თქმა არ გინდათ,ან არ შეგიძლიათ გაჩუმდით მაინც.
ნუკრი
15:08 26-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული