წილისყრის შეფასება ვთხოვეთ ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ თენგიზ სულაქველიძეს...
- სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ. უკეთესს ვერც ვინატრებდით. თუ რამე შეგვიძლია რეალურად, ახლა უნდა ვქნათ. ისეთი ჯგუფია, რომ რაღაცას უნდა მივაღწიოთ.
- მოდით, მეტოქეებზე ვთქვათ...
- ყველა ანგარიშგასაწევი გუნდია თავისი ლიდერებით. უელსს
ამის მიუხედავად, ამ ჯგუფს აქვს ერთი ძალიან დიდი უპირატესობა და ეს უპირატესობა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენს ჯგუფში არც ერთი გრანდი არ არის. როცა იტალია, გერმანია, საფრანგეთი თუ სხვა გრანდები გხვდებიან, მაინც სხვანაირი შეგრძნებაა...
არ იქნება იოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ ვიყავი, მაშინ გვიჭირდა უელსის წინააღმდეგ თამაში, მით უმეტეს, დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის იოლი მატჩები, თუმცა ამ ჯგუფის დიდი უპირატესობა ის არის, რომ წარმატებაზე ფიქრი აბსოლუტურად ყველა მეტოქესთანაა შესაძლებელი.
- ფავორიტს თუ დაასახელებთ?
- ვერავის გამოვყოფ. ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი ჯგუფია. აქ ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება. გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ.
- რეალურად, რისთვის შეიძლება იბრძოლოს ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა?
- ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს შეუძლია იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. მესამე ადგილი კი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს.
ახლა რა დღეშიც ვართ, ყველა ხედავს, თუმცა მე უკეთესი მომავლის მჯერა. უკეთესობის განცდა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრები ვნახე. გასაგებია, რომ შედეგი ჯერ არ არის, მაგრამ ის ვერც იქნება, თუ უკეთესობის განცდა არ გაჩნდა. ბოლო დროს კარში აღარ ვურტყამდით, სულ მეორე თუ მესამე ნომრად ვთამაშობდით, ასეთი თამაშით კი წარმატება არ მოვა. ახლა მოწინააღმდეგის კარისკენ მაინც გავიხედეთ.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოემზადოს საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევი ციკლისთვის?
- კახა ცხადაძეს აუცილებლად ექნება მონახაზი. მე კი ჩემს აზრს ვიტყვი - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დარჩენილი შეხვედრები მსოფლიოს პირველობის შესარჩევი ციკლისთვის უკეთ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ.
იმედი მაქვს, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"