თენგიზ სულაქველიძე: უკეთეს ჯგუფს ვერც ვინატრებდით!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკვე ცნობილია.


წილისყრის შეფასება ვთხოვეთ ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ თენგიზ სულაქველიძეს...

- სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ. უკეთესს ვერც ვინატრებდით. თუ რამე შეგვიძლია რეალურად, ახლა უნდა ვქნათ. ისეთი ჯგუფია, რომ რაღაცას უნდა მივაღწიოთ.

- მოდით, მეტოქეებზე ვთქვათ...
- ყველა ანგარიშგასაწევი გუნდია თავისი ლიდერებით. უელსს
ჰყავს ბეილი, მაგრამ ერთი კაცის გუნდი არ არის. მას რემზიც ჰყავს და სხვებიც. სერბეთს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. ირლანდია ყველამ ვიცით, რაც არის. ავსტრია პროგრესირებს და კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუნდაც, დავიდ ალაბა...

ამის მიუხედავად, ამ ჯგუფს აქვს ერთი ძალიან დიდი უპირატესობა და ეს უპირატესობა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენს ჯგუფში არც ერთი გრანდი არ არის. როცა იტალია, გერმანია, საფრანგეთი თუ სხვა გრანდები გხვდებიან, მაინც სხვანაირი შეგრძნებაა...

არ იქნება იოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ ვიყავი, მაშინ გვიჭირდა უელსის წინააღმდეგ თამაში, მით უმეტეს, დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის იოლი მატჩები, თუმცა ამ ჯგუფის დიდი უპირატესობა ის არის, რომ წარმატებაზე ფიქრი აბსოლუტურად ყველა მეტოქესთანაა შესაძლებელი.

- ფავორიტს თუ დაასახელებთ?
- ვერავის გამოვყოფ. ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი ჯგუფია. აქ ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება. გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ.

- რეალურად, რისთვის შეიძლება იბრძოლოს ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა?
- ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს შეუძლია იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. მესამე ადგილი კი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს.

ახლა რა დღეშიც ვართ, ყველა ხედავს, თუმცა მე უკეთესი მომავლის მჯერა. უკეთესობის განცდა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრები ვნახე. გასაგებია, რომ შედეგი ჯერ არ არის, მაგრამ ის ვერც იქნება, თუ უკეთესობის განცდა არ გაჩნდა. ბოლო დროს კარში აღარ ვურტყამდით, სულ მეორე თუ მესამე ნომრად ვთამაშობდით, ასეთი თამაშით კი წარმატება არ მოვა. ახლა მოწინააღმდეგის კარისკენ მაინც გავიხედეთ.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოემზადოს საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევი ციკლისთვის?
- კახა ცხადაძეს აუცილებლად ექნება მონახაზი. მე კი ჩემს აზრს ვიტყვი - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დარჩენილი შეხვედრები მსოფლიოს პირველობის შესარჩევი ციკლისთვის უკეთ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ.

იმედი მაქვს, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად გავიხარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
დაუჯერეთ!
სირბილის სწავლების ცენტრი
01 ივნისი 2016 13:42
0
ჭომა, ჯიგარი ხარ!
Shota
03 აგვისტო 2015 10:19
0
აი ჩემი აზრით კი მეოთხე ადგილი ნორმალური შედეგი იქნება, მესამე კი – საოცარი.
თემო
03 აგვისტო 2015 02:00
0
ეხ სულაქველიძისნაირი მებრძOLI Eღტი-ორი ფეხბურტელი რომ გვყავდეს ნახევარდაცვაში და დაცვაში?ვისად დაავალებდენ ტექნიკურად "აკოსტოლომებდა" არავის არჩენდა "უხეშობას" მინდორზე,რას შლიდნენ ფრთებს მისი შემყურე ტექნიკური დრიბლინგიორი "ფლანგები" ,ფიზიკურად "სუსტები".სულაქველიძეს და მაჩაიძეს მოედნის ცენტრში ბურთს ვერ წაართმევდი,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ მანუჩარი ბურთს გარდი გარდმო დაატარებდა,თენგიზი კი წინ მიდიოდა.ფიზიკურად უძლიერსი ქართველი ბიჭები,მანუჩარის მძლევი არმრესლინგში,კაციშვილი არ იყო და და რომ მიეღო მონაწილეობა ნაღდად მსოფლიოში ერთ ერთი უძლიერესი იქნებოდა,სულაქველიძეკი იმფერიის ნაკრებში თამაშისას,ოტX ტაიმს იმოძრავებდა ისეთ ფიზიკურ ფორმაში იყщ სად გაქრენ ამგვარი მაგარი ქართველები-სულ რაგბიში გადავიდაენ?ფიზიკურად ძლიერი,და ამასთანავე,სწრაფი,ტექნიკური ბიჭები აღარ გვყავს "ქუჩის ფეხბურთი "რომ "ფილტრავდა"აწრთობდა ისეთები.
Manchesterii
02 აგვისტო 2015 20:55
0
ყველაზე კარგი გამოსავალი ნაკრების ფეხბურთელების რაც შეიძლება ხშირი შეკრებებია, გუნდს აუცილებლად უნდა ძალიან ძლიერი ფიზმომზადების მწვრთნელი, ფსიქოლოგი. თვითონაც ყველა ნაკრების მოთამაშემ უნდა გაითავისოს ის რომ მარტო თავის თავს აღარ ეკუთვნის, კეთილი ინებოს და იმუშაოს თავის თავზე ინდივიდუალურად. გუნდს ცხადაძის გარდა სჭირდება ძლიერი სპეციალისტები და მთავრობამ ამაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩამონათვალიდან შეუძლებელი ან ძნელი არაფერია და ერთ წელში გუნდი შესძლებს მიზნის მიღწევას. არავითარი მესამე ადგილი
Levan
02 აგვისტო 2015 18:38
0
ცხადაძემ ის უნდა გააკეთოს, რომ ამისულაშვილები, სალუქვაძეები და ხიზანიშვილები არ მოიწვიოს თუ მომავლის გუნდზეა საუბარი, კლუბში 10წთ-იანი და მაგის მსგავსი ფეხბურთელებიც არ გვჩირდება, ნაკრებში მხოლოდ კლუბში ძირითადის ფეხბურთელები. P.S.ნუ ოჩერედას და ტვლიპიჩა-ტრიპაჩას გარეშე, ეს რომ აქსიომაა და დამტკიცება არ ჭირდება, ფაქტია
llcl
02 აგვისტო 2015 17:32
0
ეხლანდელი გადამეტებული ოპტიმიზმის მესმის მარა მთავარია ბოლოს რა ხასიათზე ვიქნებით.ესაა მთავარი.
qutaiseli
02 აგვისტო 2015 16:32
0
უფრო კარგია ბრიტანული გუნდები რომ ჩვენ ჯგუფში ხვდებიან უფრო გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ სამხრეთულ გრანდებითან შედარებით
Gogliko
02 აგვისტო 2015 16:10
0
უკეთეს ჯგუფს მართლაც ვერ ვინატრებდით, მაგრამ ფეხბურთი თუ არ ვითამაშეთ ისევ "ტურისტებად" დავრჩებით!
გუჯა კახაძე
02 აგვისტო 2015 12:53
0
იქნებ ახლა მაინც მოახერხოს ფედერაციამ და ერფოვნული ჩემპიონატის კალენდარი ისხე გააკეთოს, რომ ნაკრების წევრებს მიეცეთ მაქსიმალური შეთამაშების შესაძლებლობა!!
anzor babunashvili
02 აგვისტო 2015 12:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული