კახა ცხადაძე: ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა მუნდიალის პლეი ოფში მოვხვდეთ

AutoSharing Option
ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შედეგს მივაღწევთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კახა ცხადაძემ და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დღეს მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები არიან.

როგორც ცხადაძემ აღნიშნა, საქართველოს ნაკრების მიზანი შესარჩევ ეტაპზე არის, მინიმუმ, მესამე ადგილი, მაქსიმუმ კი - პლეი ოფში გასვლა.

"ჩვენს
ჯგუფში გრანდები არ არიან, ერთი დონის გუნდები მოხვდნენ. ფსიქოლოგიურად ფეხბურთელებისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელებს აქვთ შანსი, რომ ყველა გუნდს თანაბრად ეთამაშონ და გამარჯვებაზე იფიქრონ.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვემზადებით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკა და ის, თუ როგორი ფუნქციონალური მდგომარეობა ექნება მათ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დარჩენილ თამაშებში დადებითი შედეგია საჭირო, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობის. შესარჩევ ეტაპზე, მინიმუმ, მესამე ადგილი და მაქსიმუმ, პლეი ოფი გვაქვს დაგეგმილი. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა მოვხვდეთ პლეი ოფში", - განაცხადა ცხადაძემ.

გენერალური მდივნის, რევაზ არველაძის განცხადებით კი, არავის უნდა გაუკვირდეს, თუ საქართველოს ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებას მიაღწევს.

"აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმები მთავარ მწვრთნელს. ფედერაციის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა ეროვნული ნაკრების მიმართ. მიხარია, რომ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ასეთი მაღალი მიზნები აქვს, კარგი ახალი თაობა მოდის, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს არველაძეები არ დამანახოთ ............ნეტავ საერთოდ გაქრნენ ყველა თვალსაზრისით ქართული ფეხბურთიდან!!!
Bacho
13:01 07-08-2015
0
დაიწყეს ხალხის დაბოლება... მინიმუმ მესამე ადგილი და "მაქსიმუმ მეორე ადგილი"..და პირველი ადგილი აკრძალულია?!))) რიჟამ ხო საერთოდ "არავის გაუკვირდეს წარმატებას თუ მივაღწიეთო" ვაი თქვენს... არველაძე მოშორდი ქართულ ფეხბურთს!!!
GRRRRRR
13:19 07-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული