ახლა საქმე რთულადაა... გორდონ სტრაჩანს საქართველოსთან მატჩისთვის გუნდის შერჩევა გაუჭირდა

AutoSharing Option
შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 4 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ითამაშებენ.

სტრაჩანის რჩეულთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

მეკარეები: კრეიგ გორდონი (სელტიკი), დევიდ მარშალი (კარდიფი), ალან მაკგრეგორი (ჰალი);
მცველები: კრისტოფ ბერა (იფსვიჩი), კრეიგ ფორსაითი (დერბი), გორდონ გრირი (ბრაიტონი), გრანტ ჰენლი (ბლექბერნი), ალან ჰატონი (ასტონ ვილა), რასელ მარტინი (ნორვიჩი), ჩარლი მულგრიუ (სელტიკი), ენდრიუ რობერტსონი (ჰალი), სტივენ უიტეკერი (ნორვიჩი);
ნახევარმცველები: იკეჩი ანია (უოტფორდი), სტიუარტ არმსტრონგი (სელტიკი), სკოტ ბრაუნი (სელტიკი), დარენ ფლეტჩერი (ვესტ
ბრომვიჩი), ჯეიმს ფორესტი (სელტიკი), შონ მელოუნი (ჩიკაგო), ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი), ჯეიმს მაკარტური (კრისტალ პალასი), მეტ რიჩი (ბორნმუთი);
თავდამსხმელები: ჯონი რასელი (დერბი), სტივენ ნეისმიტი (ევერტონი), სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი), ლი გრიფიტსი (სელტიკი), კრის მარტინი (დერბი).

შემადგენლობის გამომზეურების შემდეგ სტრაჩანმა ადგილობრივი მასმედიის ცნობისმოყვარეობა პრესკონფერენციით დააკმაყოფილა.

სანამ სტრაჩანის ნაუბარს გაგაცნობდეთ, ვთქვათ, რომ შოტლანდიური მასმედია ძალიან უკმაყოფილოა - ისინი მიიჩნევენ, რომ ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ფორვარდი ლი უოლასი. "რეინჯერსის" შემტევმა შესანიშნავად დაიწყო შოტლანდიის ჩემპიონატი, თუმცა ამ ეტაპზე სტრაჩანმა ეროვნულ გუნდში მისი გამოძახება საჭიროდ არ ჩათვალა.

"ვფიქრობ, სანაკრებო სია ოპტიმალურია. ჩვენ ურთულესი თამაშები გველის და ვალდებულნი ვართ, ქომაგის იმედები გავამართლოთ. ორი წლის წინათ შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობის შეკრება იოლი იყო, ახლა კი საქმე რთულადაა, რადგან კონკურენციამ იმატა", - თქვა სტრაჩანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული