შოტლანდიურ მედიასაშუალებას შთაბეჭდილება გაუზიარა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ.
"ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ შინ, "დინამო არენაზე" ვთამაშობთ და ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ. ბევრ დიდ გუნდს გასჭირვებია აქ თამაში...
საქართველოს ნაკრების მატჩების მიმდინარეობისას აქ განსაკუთრებული აურა დგას. აქედან ძნელია წარმატების ზუსტი რეცეპტის განსაზღვრა, მაგრამ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ბურთი და არ წავაგოთ ორთაბრძოლები...
შოტლანდიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ჩვენ მას ერთხელ უკვე
მახსოვს ის დღე, როცა საქართველოს ნაკრებმა თბილისში შოტლანდიას მოუგო. მაშინ ჩვენს მოწინააღმდეგეს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და უზომოდ იყო მოტივირებული... საქართველოს ნაკრების გამარჯვებას კი არავინ ელოდა, მაგრამ ეს მოხდა. მთელი ქვეყანა უზომოდ ბედნიერი იყო. თბილისში ყველა ზეიმობდა საყვარელი გუნდის წარმატებას...
ჩვენს ახალ მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს, ტოტალურად განსხვავებული ტაქტიკა აქვს. ჩვენ ჯერ ბევრი არ გვიმუშავია მასთან და თანდათან ვეჩვევით მის მოთხოვნებს...
რთულია წინასწარ რაიმეს პროგნოზირება, მაგრამ მიმაჩნია, რომ შანსი გვაქვს", - უთხრა გიორგი ლორიამ შოტლანდიელ ჟურნალისტს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"