შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის შეგირდები 4 სექტემბერს გასამართი ევროშესარჩევი ციკლის მატჩისთვის ემზადებიან. შოტლანდიის უპირველეს გუნდთან მატჩი "დინამო არენაზე" 20 საათზე დაიწყება.
დღეს ცხადაძის გუნდი ორჯერ ივარჯიშებს და ორივე წვრთნა დახურული იქნება.
რაც შეეხება შოტლანდიის ნაკრებს, სქოთური დელეგაცია თბილისში დღეს, 2 სექტემბერს ჩამოვა. სავარაუდოდ, გორდონ სტრაჩანი ბიჭებს დღესვე ავარჯიშებს და ესეც დახურული იქნება.
სხვათა შორის, შოტლანდიის ნაკრებს თბილისში 2000 გულშემატკივარი გაამხნევებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"