კახა ცხადაძეს შეუკრებია შეგირდები და მოძღვრავს:
- რით ხასიათდება შოტლანდია? მებრძოლი ერია, გუნდიც ასეთი ჰყავთ და შემთხვევითი როდია, ფილმი "მამაცი გული" შოტლანდიელებზე რომ გადაიღეს.
ბრძოლას ქართველებიც ნაჩვევნი ვართ. თუ უილიამ ვოლასი უროთი მოდის, ჩვენ ქართული ფარ-ხმლით დავხვდეთ. ის კაცი გვეუბნება, ბიჭი ვარ და მოვდივარო, ბიჭები ხართ და დამხვდითო!
ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ხომ უკვე განვაიარაღეთ თბილისის დასაპყრობად ჩამოსული სქოთები?!