საქართველოს ნაკრებში მატებაა - კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში უხმო თბილისის "დინამოს" 24 წლის უკანახაზელ გიორგი გველესიანს.
გუშინ, 2 სექტემბერს, ცხადაძემ შეგირდები ორჯერ ავარჯიშა. წვრთნები დახურული იყო. გუშინ საღამოსვე, თბილისში ჩამოვიდა შოტლანდიის ნაკრები. სქოთებიც დღეს ორჯერ ივარჯიშებენ.
შოტლანდიის ნაკრებისა და ინგლისური "ჰალ სიტის" მცველმა ენდრიუ რობერტსონმა განაცხადა, რომ თბილისში სქოთებს ურთულესი თამაში ელით.
"ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან შოტლანდიის ნაკრებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს. საქართველო კი საკუთარ მოედანზე ძალიან სახიფათო გუნდია. ძალიან
ცხადია, გაინტერესებთ ამ დღეების განრიგი:
დღეს, 3 სექტემბერს, ჩვენი ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე საქართველო-შოტლანდიის წინასამატჩო ღონისძიებები გაიმართება. 17 საათზე პრესკონფერენციას გამართავს შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი, რასაც 17:30-ზე მისი გუნდის ვარჯიში მოჰყვება.
შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება. 19 საათზე მედიის წინაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წარდგება, რის შემდეგაც "დინამო არენაზე" ჩვენი გუნდი ივარჯიშებს.
და ერთი ინფორმაცია ჩვენი კოლეგების საყურადღებოდ - მატჩზე დასასწრები მედია-კრედიტაციების გაცემა გუშინ დაიწყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში, დღეიდან კი ეს პროცესი "დინამო არენაზე", 15 საათიდან გაგრძელდება.
საქართველო-შოტლანდიის მატჩი "დინამო არენაზე" 4 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თუკი ამის მერე ცხადაძეს არ მოუწევს გადადგომა,მაშინ მას მოუწევს ბოლოს და ბილოს მიხვდეს რომ, კარგია თუ ცუდია, ჩემპიონატის ხალხზე უნდა გადაიტანოს მთელი აქცენტი.